ქუთაისი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს 4-9 ოქტომბერს უმასპინძლებს.გახსნის ცერემონია დღეს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.
ფესტივალის პირველ დღეს ნაჩვენები იქნება რეჟისორ ირაკლი კვირიკაძის ფილმი ,,ქვევრი,,.
ფილმების ჩვენებას კინოთეატრი ,,საქართველო,, მასპინძლობს. დასწრება თავისუფალია.
მრავალფეროვანია ხვალინდელი დღის პროგრამაც,მათ შორის, ხვალ, 5 ოქტომბერს, მსახიობ ნატო ვაჩნაძის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით (1904-1953), ნიკოლოზ შენგელაიას ფილმის, „გიულის" ჩვენება გაიმართება.