თურქეთის ქალაქ ალანიაში გამართულ IV საერთაშორისო კონკურსში „Global Art Competition“, რომელშიც თურქეთის, ყაზახეთისა და საქართველოს მუსიკოსები მონაწილეობდნენ,ქუთაისელმა მევიოლინე ალექსანდრა ცუცქირიძემ პირველი ადგილი მოიპოვა.
7 წლის ალექსანდრა ცუცქირიძე ქუთაისის ნოდარ გაბუნიას სახელობის მეოთხე სამუსიკო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა.კონკურსზე მან იანშინოვის კონცერტი და კემულარიას იუმორესკა შეასრულა.
ნიჭიერმა მუსიკოსმა აღნიშნულ კონკურსში მეორედ გაიმარჯვა.
მისი პედაგოგი ეკატერინე გიორგაძე,ხოლო კონცერტმაისტერი თეონა ფურცხვანიძეა.
ალექსანდრა ცუცქირიძე ვიოლინოზე 4 წლის ასაკიდან უკრავს, არის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული.ნორჩ მუსიკოსს დაკრული აქვს ბათუმისა და თბილისის ორკესტრებთან.7 წლის მევიოლინემ , პირველი სოლო კონცერტი წელს ბათუმში გამართა.
ალექსანდრა ცუცქირიძე ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა.