1 ივნისს ,ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ქუთაისის თოჯინების თეატრი პატარა მაყურებელს სპექტაკლზე ეპატიჟება.
,,ცრუპენტელა მელაკუდას,, დამდგმელი რეჟისორი კატერინე სირაძეა.სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია. დასაწყისი 14:30.
1 ივნისს ,ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ქუთაისის თოჯინების თეატრი პატარა მაყურებელს სპექტაკლზე ეპატიჟება.
,,ცრუპენტელა მელაკუდას,, დამდგმელი რეჟისორი კატერინე სირაძეა.სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია. დასაწყისი 14:30.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს (საშემსრულებლო ხელოვნების პროგრამა) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 28 მაისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება გალა-კონცერტი.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრი, სოლისტებად კი წარდგებიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საშემსრულებლო ხელოვნების პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები - როგორც ვოკალური, ისე ინსტრუმენტული მიმართულებიდან.
პროექტის ავტორი და გალა-კონცერტის დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა მხარდაჭერა, მათთვის პროფესიულ სცენასთან დაახლოების პრაქტიკული შესაძლებლობის შექმნა და მუსიკალური სივრცის შიგნით სხვადასხვა თაობის შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავება.
2024 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი კიდევ ერთი მსოფლიო ჯილდოს - The Best in Heritage – Project of Influence (მემკვიდრეობაში საუკეთესო – გავლენის პროექტი) მფლობელი გახდა.
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს ჯილდო საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ დღეს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს გადასცა.
The Best in Heritage – Project of Influence - კენეტ ჰადსონისა და ჟორჟ-ანრი რივიერას ხსოვნას ეძღვნება და ყოველწლიურად გადაეცემა უკვე წარმატებულ, ჯილდოს მფლობელ მუზეუმს.
European Heritage Association (ევროპის მემკვიდრეობის ასოციაცია), Europa Nostra-თან პარტნიორობით, Creative Europe-ის მხარდაჭერითა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) პატრონაჟით ყოველწლიურად ავლენს სამუზეუმო, კულტურული მემკვიდრეობისა და კონსერვაციის სფეროში ყველაზე ინოვაციურ, შთამაგონებელ და უკვე წარმატებულ პროექტებს შორის საუკეთესოს.
ვანის მუზეუმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც გამორჩეულმა ცენტრმა, რომელსაც საზოგადოების საკეთილდღეოდ დადებითი ცვლილებების განხორციელების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს.
დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ქუთაისის მუზეუმებში შესვლა უფასოა.
10:00 საათიდან 19:00 საათამდე უფასოა ვიზიტი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.
ღონისძიებების ვრცელ განრიგს აქვეყნებს (ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება,, .
ზურაბ ჯავახაძის სახელობის სპორტის მუზეუმი
10.00 -19.00 საათი - ღია კარის დღე.
სპორტის მუზეუმის ბეჭდური გამოცემების გამოფენა.
ლექცია-საუბრები: „სპორტის მუზეუმის შექმნის ისტორია და მისი როლი საზოგადოების განვითარებაში“
საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმი
10.00-19.00 საათი - ღია კარის დღე მუზეუმში
12.00- საათი - თემატური ლექცია: „საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმის ისტორია და მისი როლი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში“
შემოქმედებითი სახლი - “ჯარისკაცის მამა”
10.00-19.00 საათი - ღია კარის დღე მუზეუმში
ლექცია-საუბრები: 1. რეჟისორ რეზო ჩხეიძის ცხოვრება და შემოქმედება. 2. მწერალ დია ჩიანელის ცხოვრება და შემოქმედება.
დავით მხეიძის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი
10.00-19.00 საათი - ღია კარის დღე მუზეუმში
საუბარი ფოტოგრაფიაზე და ფოტოგადაღების მასტერკლასები.
დოკუმეტური ფილმის „ქუთაისი მე-20 საუკუნის 80_იან წლებში“ ჩვენება.
დავით კაკაბაძის სახელობი სახვითი ხელოვნების გალერეა
20 მაისი,17:00 საათი - „ჩემი ქუთაისი“ - გამოფენის გახსნა.ეძღვნება დავით კაკაბაძის სახელობის პრემიის ლაურეატის მხატვარ ვიტალი კაპანაძის 80 წლის იუბილეს.
არსენ ფოჩხუას მემორიალური სახლი.
10.00-19.00 საათი - ღია კარის დღე
ლექცია-საუბრები თემაზე: „თვითმყოფადი ხელოვნება,, მიძღვნილი მხატვარ, ბზაზე კვეთის დიდოსტატ, მუსიკოს არსენ ფოჩხუას ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი.
ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.
18-25 მაისი,10.00-18.00 საათი - ღია კარის დღეები/კვირეული.
18 მაისი,10 საათი - 2025 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის ოფიციალური გაახლებული პოსტერის განთავსება/წარდგინება
15 საათი - სახლ-მუზეუმის პროექტში ძეგლის მეგობარი“ - ჩართულ პირთა დაჯილდოება.
სსიპ ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ანსამბლ „სამთას“ კონცერტი.
20 მაისი ,19.00 საათი - საგანმანათლებლო პროექტი „ზაქარია ფალიაშვილი ელექტრონული მუსიკის პალიტრაში .
25 მაისი ,16.00 საათი - ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი.
კვირეულის ფარგლებში განხორციელდება საგანმანათლებლო პროექტი - „ზაქარია ფალიაშვილის სამყარო“ - საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის.
19 მაისი,12.00 საათი - მუზეუმების წარმატებულ თანამშრომელთა დაჯილდოების ცერემონიალი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, "საბიბლიოთეკო კვირეულის" ფარგლებში, მუნიციპალიტეტში არსებულ ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები გადასცა, რომლებიც თვითმმართველობამ ბიბლიოთეკებისთვის შეიძინა.
მერი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბიბლიოთეკებს ესტუმრა და მათ სამუშაო პროცესს გაეცნო.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 7 სასოფლო და ერთი ცენტრალური ბიბლიოთეკაა, სადაც პერიოდულად ახლდება წიგნთა ფონდი, როგორც თანამედროვე ქართული, ასევე უცხოური ლიტერატურით.
მორიგი პრემიერა ქუთაისში. რეზო კლდიაშვილის პიესა ,,იმერული რექვიემი” რეჟისორებმა გიორგი თავაძემ და თორნიკე მარჯანიშვილმა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე წარადგინეს.

ერთ მოქმედებიან სპექტაკლში, მთავარი როლი ცნობილმა მსახიობმა მარიკა სამანიშვილმა მოირგო და მაყურებლის წინაშე მორიგი გარდასახვითა და დასამახსოვრებელი პერსონაჟით წარსდგა.

სევდიანი კომედიის სცენებში მსახიობები: ინგა კაკიაშვილი, მაგდა ჩიხლაძე, ზაზა კილასონია, თენგიზ ჯავახაძე, დავით გაჩეჩილაძე, ირინა გუბელაძე, სოფიო ჩირაძე, გოჩა ნემსიწვერიძე მონაწილეობდნენ.

მაყურებელს, ვინც პრემიერაზე დასწრება ვერ მოახერხა, სპექტაკლის ნახვის საშუალება 13 მაისს, 19:00 საათზე ექნება.
11-13 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ჰუალინგში" ძალოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და თასის გათამაშება ჩატარდა. შეჯიბრებაში, რომელიც…
შაბათი დეკემბერი 13
In სპორტიინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის პროექტირებას იწყებს. წყალტუბოში არსებული…
შაბათი დეკემბერი 13
In სპორტისაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ89 (საირმე-აბასთუმანი) მონაკვეთზე…
შაბათი დეკემბერი 13
In საზოგადოებაინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,…
შაბათი დეკემბერი 13
In საზოგადოებაინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყიბულში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირება…
პარასკევი დეკემბერი 12
In სპორტიქუთაისი I საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს - „ქუთაისი: მითი და ლიტერატურა“ მასპინძლობს. ფესტივალი იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის…
პარასკევი ნოემბერი 28
In კულტურაქუთაისი საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს -„ქუთაისი: მითი და ლიტერატურა“ უმასპინძლებს. იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ფარგლებში, საფესტივალო…
სამშაბათი ნოემბერი 25
In კულტურაქუთაისმა MA architects-ის ფოტოკონკურსს „ქუთაისის ჩაკარგული არქიტექტურა“ უმასპინძლა, რომელშიც როგორც პროფესიონალი, ასევე, მოყვარული ფოტოგრაფები მონაწილეობდნენ.…
ორშაბათი ნოემბერი 17
In კულტურაჩვენს ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ფაქტობრივად ყველა ისეთ ძეგლს, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ძალიან…
პარასკევი ნოემბერი 14
In კულტურაქუთაისში საერთაშორისო ფოტოკონკურსის „ილო 2025“-ის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ,,ილო 2025“-ის გამარჯვებულები გახდნენ: ძირითადი თემა…
ოთხშაბათი ნოემბერი 05
In კულტურა