დღეს,11 აგვისტოს ქუთაისში კონცერტი გაიმართება.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასსაფეხურიან კიბეებთან ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.
მონაწილეობენ: ზაზა ნოზაძე, პაჯო, მეოთხე დასი.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 12 აგვისტოს აღინიშნება.
ეს დღე 1999 წელს დააწესა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ახალგაზრდობის პრობლემებზე ყურადღების გასამახვილებლად და მათი უფლებებისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად.