ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 57-ე თეატრალურ სეზონს 19 სექტემბერს გახსნის ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“-ს საკონცერტო შესრულებით.
რეჟისორია მაია გაჩეჩილაძე,ხოლო დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.
ქუთაისის ოპერის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულებულა,ამიტომ სეზონის გახსნა ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრში გაიმართება. დასაწყისი 19:00 საათზე.