25 ივლისს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 2024–2025 წლების 56-ე სეზონს ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“-ს საკონცერტო შესრულებით დახურავს.დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.
ქუთაისის ოპერის თეატრის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დასრულებულა, ამიტომ წარმოდგენის ნახვა მაყურებელს ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე შეეძლება. დასაწყისი 19:00 საათზე.