24 ოქტომბერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 56-ე თეატრალურ სეზონს გახსნის - საკონცერტო შესრულებით წარმოდგენილი იქნება გამოჩენლი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“.
„დაისის“ შესრულებაში თეატრის მთავარი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები ,ასევე მოწვეული მომღერალი,თეატრის გუნდი და ორკესტრი.
ქუთაისის ოპერის თეატრის რეაბილიტაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, ამიტომ 56-ე თეატრალური სეზონის გახსნა ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. დასაწყისი 19 საათზე.