ქუთაისში ყველა უბნის შედეგები დათვლილია .
მერობის კანდიდატების მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა:
გიორგი ამაღლობელი-6,276 %
პაატა ზაქარეიშვილი-8,038%
დავით ერემეიშვილი-85,686%
ამ მონაცემების მიხედვით ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი გახდა.
ქუთაისში ყველა უბნის შედეგები დათვლილია .
მერობის კანდიდატების მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა:
გიორგი ამაღლობელი-6,276 %
პაატა ზაქარეიშვილი-8,038%
დავით ერემეიშვილი-85,686%
ამ მონაცემების მიხედვით ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი გახდა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო დღე წარმატებით დაასრულა.
ახლა უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, ფართო მასშტაბით პირველად იქნა
გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული აპარატები და არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპიც შედგა.
მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ადმინისტრირების თვალსაზრისით
ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში
ჩაიარა. ის ფაქტი, რომ პროცესი ფაქტიურად ხარვეზების გარეშე წარიმართა, კიდევ ერთხელ
ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დაგეგმვასა და ორგანიზებას მაღალი
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.
პროცესის წარმატებით წარმართვაში ადმინისტრაციასთან ერთად განსაკუთრებული წვლილი
ამომრჩევლებმა შეიტანეს, რომლებმაც ტექნოლოგიების გამოყენებით, შეუფერხებლად, მარტივად
გააკეთეს არჩევანი. მადლობას ვუხდი მათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და
აქტიურობისთვის, რაც ამ პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ღირებულებაა.
აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია საერთაშორისო ვენდორ კომპანია
„სმარტმატიკს“, რომელთან თანამშრომლობითაც წარმატებით გრძელდება არჩევნების მოდერნიზების
პროცესი.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკულ კომპანია „Pro V&V”-ს, რომელმაც უკვე მეორედ,
პროფესიულ დონეზე განახორციელა საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი და არ
დატოვა კითხვები არჩევნებში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით.
მადლობას ვუხდი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, საარჩევნო
სუბიექტებს, მედიას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. თქვენმა
ჩართულობამ, დაკვირვებამ და აქტიურობამ ხელი შეუწყო მოქალაქეების ინფორმირებას, პროცესის
გაშუქებასა და მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
და, რა თქმა უნდა, არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის განსაკუთრებულ
მადლობას ვუხდი საარჩევნო მოხელეებს, როგორც საუბნო ასევე საოლქო დონეზე, რომლებმაც შეძლეს
კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა. მათი თავდადება, მოთმინება, პროფესიონალიზმი
და პასუხისმგებლობა იყო ის საიმედო საფუძველი, რომელზეც დაშენებულია დღევანდელი დღის
წარმატება.
ყველა მონაწილე მხარის მიერ ერთობლივმა ძალისხმევამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ
არჩევნები არა მხოლოდ ადმინისტრაციული პროცედურაა, არამედ პირველ რიგში არის საერთო საქმე.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება გვაძლევს
საშუალებას, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 25 წუთში გაგაცნოთ წინასწარი
პირველადი შედეგები.
აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებს საქმიანობა ჯერ არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების
მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით დაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება
შემაჯამებელი ოქმები. ახლა საარჩევნო უბნებზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც
შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო
უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე
results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
როგორც მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტის არჩევნები კომპლექსური პროცესია. ტრადიციული
საარჩევნო უბნების შემთხვევაში გამოყენებული იყო სამი ბიულეტენი, ხოლო მოდერნიზებულ
უბნებზე კი გამოყენებული იყო სამ სვეტად დაყოფილი ერთი ბიულეტენი. ტრადიციულ უბნებზე
ხელით დათვლის შედეგები ასევე განთავსდება ვებგვერდზე, მანამდე კი წარმოგიდგენთ
დედაქალაქის პროპორციულ შედეგებს, ასევე თბილისისა და დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების
მერების არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს.
წარმოგიდგენთ პროპორციულ შედეგებს დედაქალაქის შემთხვევაში - 584 საარჩევნო უბნიდან
დათვლილია 573 საარჩევნო უბნის შედეგი.
თბილისი პროპორციული
პარტიის
ნომერი
პარტიის დასახელება შედეგი
(რაოდენობა)
შედეგი (%)
1 „მამული, ენა, სარწმუნოება“ 3020 1.019
3 „კონსერვატორები
საქართველოსთვის“
12811 4.321
5 „ჩვენი გაერთიანებული
საქართველო“
1720 0.58
7 „თავისუფალი საქართველო“ 2647 0.893
8 „საქართველოს პატრიოტთა
ალიანსი“
3151 1.063
9 ძლიერი საქართველო-ლელო 29807 10.054
11 „საქართველო“ 943 0.318
12 მწვანეთა პარტია 1906 0.643
14 „სახალხო ხელისუფლება“ 761 0.257
25 „გახარია საქართველოსთვის“ 9483 3.199
36 გირჩი 22230 7.498
41 ქართული ოცნება 207985 70.155
თბილისი მერი
პარტიის
ნომერი
პარტიის დასახელება/კანდიდატი შედეგი
(რაოდენობა)
შედეგი (%)
1 თეიმურაზ ბოკელავაძე
„მამული, ენა, სარწმუნოება“
2243 0.763
3 ზურაბ მახარაძე „კონსერვატორები
საქართველოსთვის“
12110 4.121
7 კახა კუკავა
„თავისუფალი საქართველო“
4313 1.468
8 ოთარ ჭითანავა
„საქართველოს პატრიოტთა
ალიანსი“
2594 0.883
9 ირაკლი კუპრაძე
ძლიერი საქართველო-ლელო
36612 12.459
11 გიორგი ლილუაშვილი
„საქართველო“
1299 0.442
12 გიორგი გაჩეჩილაძე
მწვანეთა პარტია
2289 0.779
36 იაგო ხვიჩია
გირჩი
22122 7.528
41 კახა კალაძე
ქართული ოცნება
210280 71.557
რუსთავი მერი
პარტიის
ნომერი
პარტიის დასახელება/კანდიდატი შედეგი
(რაოდენობა)
შედეგი (%)
25 თამარ კეკენაძე
„გახარია საქართველოსთვის“
2717 8.067
41 ნინო ლაცაბიძე
ქართული ოცნება
30962 91.933
ქუთაისი მერი
პარტიის
ნომერი
პარტიის დასახელება/კანდიდატი შედეგი
(რაოდენობა)
შედეგი (%)
11 გიორგი ამაღლობელი
„საქართველო“
2686 6.293
25 პაატა ზაქარეიშვილი
„გახარია საქართველოსთვის“
3444 8.07
41 დავითი ერემეიშვილი
ქართული ოცნება
36549 85.637
ფოთი მერი
პარტიის
ნომერი
პარტიის დასახელება/კანდიდატი შედეგი
(რაოდენობა)
შედეგი (%)
41 ბექა ვაჭარაძე
ქართული ოცნება
13474 100
ბათუმი მერი
პარტიის
ნომერი
პარტიის დასახელება/კანდიდატი შედეგი
(რაოდენობა)
შედეგი (%)
1 თამარ მიქელაძე
„მამული, ენა, სარწმუნოება“
1232 2.354
5 ზვიად კვირიკაძე
„ჩვენი გაერთიანებული
საქართველო“
2235 4.271
25 გოჩა გუგუნავა
„გახარია საქართველოსთვის“
5444 10.402
41 გიორგი ცინცაძე
ქართული ოცნება
42156 80.55
42 კახაბერ ცისკარიძე
დამოუკიდებელი
1268 2.423
კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და
უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა
ინციდენტები და ტექნიკური ხარვეზები, თუმცა ყველა შემთხვევაში საარჩევნო
ადმინისტრაციას ჰქონდა ოპერატიული რეაგირება კანონის შესაბამისად.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა აქტივობამ
ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით შეადგინა 1 438 116, რაც
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40.93% პროცენტს შეადგენს.
„ამ წუთებში საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს კანონმდებლობით
განსაზღვრული პროცედურები. საარჩევნო კომისიის წევრები ამ დროისთვის
კვლავ აგრძელებენ მუშაობას იმისათვის, რომ არჩევნების შედეგები უმოკლეს
ვადებში იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის.
როგორც იცით შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით საოლქო
საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკოში იგზავნება, რაც კიდევ
უფრო ამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს.
ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შემოსულია 24 საჩივარი.
საჩივრები ძირითადად შეეხება: ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას,
კენჭისყრის შენობის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის
აღრიცხვას და ა.შ. დეტალური ინფორმაცია საჩივრების შესახებ განთავსებულია
ჩვენს ვებგვერდზე, საჩივრების რეესტრში.
აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ
დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში
ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია ცესკოს ოფიციალურ
Facebook-სა და Youtube-ზე განხორციელდება.
საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა
საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის დროულად მიწოდებას. დილის 06:45
წუთიდან მუშაობს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51. კონტაქტ-ჰაბის
თანამშრომლებმა ამ დრომდე უპასუხეს 1000-ზე მეტ ზარს და 300-მდე
შეტყობინებას.
მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისთვის, ასევე მადლობა ჩართულ
მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას“,-განაცხადა პრესსპიკერმა.
ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმა 49 652-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 32,47%-ია. წინა არჩევნებში ეს მონაცემი 44,53 % იყო.
საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ ერთი საჩივარი შევიდა
სულ ქალაქში 153 ათასამდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ხმის მიცემა 76 უბანია და ერთ სპეცუბანზე მიმდინარეობდა.
სპეცუბანი N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყო გახსნილი.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საარჩევნო ბრიფინგი გაიმართა. როგორც
ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო პროცესი
ძირითადად მშვიდ ვითარებაში, პროცედურების დაცვით მიმდინარეობს.
„თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მნიშვნელოვანი დარღვევების არარსებობის
ფონზე ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან ისმის სპეკულაციური
შეფასებები თუ განცხადებები ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალთან
დაკავშირებით.
პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ ბიულეტენის
უკანა მხარეს მარკერის კვალი, მისი არსებობის შემთხვევაში, არ ნიშნავს ხმის
მიცემის ფარულობის დარღვევას, ვინაიდან შეუძლებელია ნების იდენტიფიცირება.
ამასთანავე, ბიულეტენი ხმის მთვლელ აპარატში მოთავსებამდე საარჩევნო
კაბინიდან ამომრჩეველს ჩარჩო კონვერტით გამოაქვს, რომელიც სრულად ფარავს
ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალს და შესაბამისად მარკერის
კვალს, მისი არსებობის შემთხვევაში.
შესაბამისად, ჯერ კიდევ გასულ არჩევნებზე, ამ თემით აქცენტირება წარმოადგენდა
მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სპეკულაციას. მიუხედავად
ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციამ, მსგავსი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად
ხმის მთვლელ აპარატს დაამატა ჭრილის საფარი.
როგორც არჩევნების დღემდე არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩარჩო კონვერტისა და ხმის
მთვლელ აპარატზე ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილის საფარის არსებობით
შეუძლებელია ბიულეტენზე მარკერის კვალის გაჟონვის შემთხვევაშიც კი მისი
იდენტიფიცირება.
იმ ფონზე, როცა გამოჟონვის კვალი იმთავითვე არ წარმოადგენს დარღვევას,
მითუმეტეს, მაშინ როდესაც ნების იდენტიფიცირება შეუძლებელია, ვხედავთ
საკითხის კვლავ სპეკულაციურად წამოჭრის მცდელობებს, რაც ადასტურებს, რომ
ფარულობის თემა არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ გასულ წელსაც მხოლოდ
მანიპულაცია იყო და არ ეყრდნობოდა ფაქტებს.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს დღეს დილიდან აკვირდებიან როგორც
ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ მიერ პროცესი ფასდება
როგორც მშვიდი და პოზიტიური. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, არ შევიდნენ შეცდომაში სპეკულაციური და
უსაფუძვლო განცხადებებით და დაეყრდნონ საარჩევნო ადმინისტრაციის
ოფიციალურ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია გადაამოწმონ
საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამის საკომუნიკაციო საშუალებებზე.
ახლა კი გაგაცნობთ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
მიმდინარე საარჩევნო პროცესი აჩვენებს, რომ ისევე, როგორც გასულ წელს,
ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული
ტექნოლოგიები და შეუფერხებლად აკეთებენ საკუთარ არჩევანს. ამომრჩეველთა
აქტივობა შემდეგია: 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 175
817 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5%-ს შეადგენს.
აქვე შეგახსენებთ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კანონმდებლობით
განსაზღვრულ პროცედურებს.
კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს
შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის
დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და
ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და
ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. მისი თქმით, 15:00 საათის
მდგომარეობით აქტივობა შემდეგია - საარჩევნო უბნებზე მივიდა 991 651
ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22%-ს შეადგენს.
„კენჭისყრა ძირითადად მშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს. ფიქსირდება
ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე.
რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა რომ
ჩართულმა მხარეებმა იციან საჩივრების წარდგენის პროცედურები, გვესმის
დაუსაბუთებული ბრალდებები. კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვმარტოთ, რომ
საჩივრების დაწერას აქვს შესაბამისი პროცედურები და ეს პროცედურები
აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში
შესულია 5 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს:
ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას და
საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას“, -განაცხადა ნათია იოსელიანმა.
საქართველოს პროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.…
სამშაბათი ოქტომბერი 28
In საზოგადოებასაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41…
სამშაბათი ოქტომბერი 28
In საზოგადოებაველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში კოლხური ხოხბები გაუშვეს.…
ორშაბათი ოქტომბერი 27
In სხვა სიახლეებიარასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი სოციალურ ქსელში გელათის მონასტერში რჩეული ვითარების ამსახველ ფოტოს და…
ორშაბათი ოქტომბერი 27
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვის…
ორშაბათი ოქტომბერი 27
In საზოგადოება