- პოლიტიკა
- გადასვლები: 196
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ქართულმა ოცნება,, შეიქმნა. დღესვე ფრაქციის პირველი სხდომა გამირთა.
თავმჯდომარედ ქუთაისის საკრებულოს წევრი, დიმიტრი მხეიძე აირჩიეს.
მოადგილეები გახდნენ საკრებულოს წევრები: შოთა ჯიშკარიანი, ბიქტორ გვეტაძე, ალეკო თამაზაშვილი.
დღეს ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩატარდა.
25 წევრიან საკრებულოში უმრავლესობა-22 დეპუტატი ,,ქართულ ოცნებას,, ყავს,ხოლო ოპოზიციას 3.
დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ ელეონორა არჩაია, ,,გახარია საქართველოსთვის,, წარმომადგენელი და ალექსანდრე მიქაუტაძე , რომელიც საკრებულოში ,, ლელო-ძლიერი საქართველოს,, ქვოტით მოხვდა.აღსანიშნავია,რომ მიქაუტაძემ პარტია 10 დღის წინ დატოვა.
საკრებულოს სხდომას ესწრებოდა ოპოზიციური პარტიის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი- თეკლა მებურიშვილი , რომელიც ,,გირჩის,, წევრია.
ფოტო-ია ჩარკვიანი
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება.პირველი მოადგილე იქნება მარეხი ნიჟარაძე,მოადგილეეები კი ამირან კოპალეიშვილი და ლაშა გვენეტაძე.



საკრებულოს თავმჯდომარედ ქუთაისის ყოფილი მერი, გიორგი ჭიღვარია აირჩიეს.
დღეს ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოს სხდომა იმართება .
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს.
ეს თანამდებობა ქუთაისის ყოფილმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ დაიკავა.
ქუთაისის საკრებულო 25 წევრით არის დაკომპლექტებული, აქედან 22 ,,ქართულ ოცნებას,, წარმოადგენს, ხოლო 3 ოპოზიციას.
ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ახალი მოადგილეები წარადგინა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ გიორგი ცხაკაია, მოადგილედ კი, შალვა მშვილდაძე დაინიშნა.
გიორგი ცხაკაია მიმდინარე წლის 12 ივნისიდან დღემდე ქუთაისის მერის მოადგილედ მუშაობდა. მერის პირველი მოადგილის საკურატურო სფერო იქნება სივრცის დაგეგმარების ,ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების, მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურები; სპორტული დაწესებულებები.
შალვა მშვილდაძეს სახელმწიფო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს: 2017- 2021 წლებში იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, 2022 წლიდან დღემდე მუშაობდა სს “ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ფინანსურ დეპარტამენტში. მერის მოადგილე კურირებას გაუწევს სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებს, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას, ბაგა-ბაღების გაერთიანებას, კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას, სამეცნიერო ბიბლიოთეკასა და ბოტანიკურ ბაღს.

მერის მოადგილის დავით ნიშნიანიძის საკურატორო მიმართულებებია : საფინანსო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, ქონებისა და ტრანსპორტის მართვა, „სპეციალური სერვისები“, „ქუთგანათების სერვისი“, „პარკინგსერვისი“.

14 დეკემბერს, ქუთაისში ორგანიზაციის ააიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.…
ორშაბათი დეკემბერი 15
In საზოგადოება11-13 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ჰუალინგში" ძალოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და თასის გათამაშება ჩატარდა. შეჯიბრებაში, რომელიც…
შაბათი დეკემბერი 13
In სპორტიინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის პროექტირებას იწყებს. წყალტუბოში არსებული…
შაბათი დეკემბერი 13
In სპორტისაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ89 (საირმე-აბასთუმანი) მონაკვეთზე…
შაბათი დეკემბერი 13
In საზოგადოებაინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,…
შაბათი დეკემბერი 13
In საზოგადოება