ქალაქის საკრებულოს რიგით მე-3 სხდომაზე , 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერის მოადგილემ დავით ნიშნიანიძემ წარადგინა. სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები.
ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტმა 125 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტზე 8 მილიონი ლარით მეტია.
მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტის პრიორიტეტებად კვლავ რჩება სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურული პროექტები, კულტურის, განათლებისა და სპორტის პროგრამების მხარდაჭერა.
2026 წელს დაგეგმილია შიდა გზების რეაბილიტაცია, ასევე ფასადების, სკვერების და მინი სტადიონების კეთილმოწყობა. გარკვეული სამუშაოები განხორციელდება საყრდენი კედლების მშენებლობისთვის.
ასევე მომდევნო წელს იგეგმება ავტობუსების შეძენაც.
დღევანდელ სხდომას ესწრებოდა ოპოზიცია, თუმცა მათ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს.
