ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა თანამშრომლებს რამდენიმე სამსახურის ახალი ხელმძღვანელი და სპეციალისტები წარუდგინა:
ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა ვალერიან სილაგაძე, საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელად - ოთარ ფანცხავა, ხოლო სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურს გიორგი გოგალაძე უხელმძღვანელებს.
მერმა სამსახურების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და წინასაახალწლო მზადებაზე ისაუბრა.
