ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.ბიუჯეტი საკრებულოს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლერი გუმბერიძემ წარუდგინა.
2026 წლის ბიუჯეტი 20 754 200 ლარის, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტს 12 % ით აღემატება.
საკრებულოს თავმჯდომარის, გურამ კიკნაველიძის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, დეპუტატებს დეტალურად გააცნო ბიუჯეტში გათვალისწინებული ძირითადი პრიორიტეტები და დაგეგმილი ცვლილებები.
მთავარ საფინანსო დოკუმენტში პრიორიტეტ სფეროებად განსაზღვრულია:
1. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია.
3. დასუფთავება და გარემოს დაცვა.
4. ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.
5. განათლება.
6. კულტურა რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა , სპორტი.
7. მმართველობითი და საერთო დანიშნულების ხარჯები.
საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, 2026 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად არის ორიენტირებული მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე.
