- პოლიტიკა
- გადასვლები: 108
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების
შესაბამისობის აუდიტს. აუდიტს საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების
ლაბორატორია „Pro V&V” ატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში
აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან,
რომელსაც ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია
გააჩნია.
საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის
კიდევ ერთხელ განხორციელებით, გაითვალისწინოს საერთაშორისო კარგი
პრაქტიკა და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ელექტრონული
საშუალებების მუშაობის პრინციპებზე, უსაფრთხოებაზე და დაცულობის
უმაღლეს სტანდარტებზე. ამავდროულად, ამ პროცესის განხორციელება კიდევ
ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი
პრიორიტეტს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის
დაცვა წარმოადგენს.
შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ეტაპი უკვე განხორციელდა და
შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე,
წარმოგიდგენთ ინფორმაციას უკვე ჩატარებული ორი ეტაპის შესახებ. კერძოდ,
საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დგინდება,
რომ:
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებისთვის საჭირო
მოწყობილობების კონფიგურაციისთვის წარმატებით განახორციელა
პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული პილოტისა და ქვეყნის
მასშტაბით ჩატარებული არჩევნების ფარგლებში გამოიყენებოდა;
ცესკომ წარმატებით დანერგა კონფიგურაციის პროცესის ხარისხის
მონიტორინგის პროგრამა;
არჩევნების ჩასატარებლად საჭირო მოსამზადებელი პროცესები,
პროცედურები და შემოწმებები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად
იყო მომზადებული;
ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის პირადი ნომერი არ არის
დუბლირებული და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში
შეყვანილი;
ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია
აპარატში ჩატვირთულ სიებთან;
ვერიფიკაციის აპარატის საწყის კოდში განხორციელდა მცირე ცვლილება
და განხორციელებული არცერთი ცვლილება არ არღვევს საარჩევნო
კანონმდებლობას და არ ახდენს უარყოფით გავლენას საარჩევნო სისტემის
მთლიანობაზე, საიმედოობაზე ან უსაფრთხოებაზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ შესაბამისობის აუდიტი ითვალისწინებს კვლევის
განხორციელებას სამ ფაზად:
პირველ ფაზა ითვალისწინებდა ელექტრონულ ტექნოლოგიების საწყის კოდში
განხორციელებული ცვლილებების შესწავლას და მათ შესაბამისობას ქართულ
კანონმდებლობასთან, ასევე ტესტირებას, თუ რამდენად კარგად მუშაობდა
განახლებული პროგრამა.
მეორე ფაზა ითვალისწინებდა „Pro V&V”-ის წარმომადგენლების უშუალოდ
დაკვირვებას ელექტრონული მოწყობილობების საარჩევნოდ მომზადების
პროცესზე ცესკოს საოპერაციო-სასაწყობო სივრცეში. მეორე ფაზა ასევე
ითვალისწინებდა ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიებისა და
მოწყობილობებში შეყვანილი სიების იდენტურობის შემოწმებას.
მესამე ფაზა კი ითვალისწინებს „Pro V&V”-ის წარმომადგენლების დაკვირვებას
აპარატურის მუშაობის პროცესზე უშუალოდ კენჭისყრის დღეს.
საარჩევნო ადმინისტრაცია, საზოგადოებას მესამე ფაზის შედეგებს
შესაბამისობის აუდიტის დასრულებისთანავე გააცნობს.
დეტალური ინფორმაცია აუდიტის ანგარიშების შესახებ, ქართულ და ინგლისურ
ენებზე, განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.
4 ოქტომბერს 08:30 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო
ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად
მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
ასევე შეგახსენებთ, რომ 06:45 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ - ჰაბი
2 51-00-51.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
08:30 სთ
10:30 სთ
12:30 სთ
15:30 სთ
17:30 სთ
20:30 სთ
21:00-დან 22:00 საათამდე
ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.
ხვალ, 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს
საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის
მორიგი არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64
საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული
სისტემით და 64 მერს.
საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი
ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების
ათასამდე წარმომადგენელი. რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს
შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო
ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21
ქვეყნიდან. მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და
ჰერცოგოვინადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან,
თურქეთიდან და მოლდოვიდან.
აღსანიშნავია, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის
საარჩევნო ადმინისტრაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს პირადად
მივაწვდი ინფორმაციას არჩევნებთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო
ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
ამასთანავე, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური
პარტია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის
საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა
გაერთიანებამ.
გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია
მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ
წარდგენილი 4 კანდიდატი.
რაც შეეხება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული
მაჟორიტარობის კანდიდატებს - სულ რეგისტრირებულია 2 228 კანდიდატი, მათ
შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 32 კანდიდატი. თბილისში
კი 160 კანდიდატი.
ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284
უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით
ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი,
რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.
ყველა საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. კენჭისყრის
პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს
საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ
ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ
ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები,
ადმინისტრირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი კომპლექსური და რთული
არჩევნებია. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ
პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებით ჩასატარებლად
აქტიურად ემზადებოდა მთელი წლის განმავლობაში. სხვადასხვა
მიმართულებით განახორციელა არაერთი მასშტაბური საქმიანობა.
სწორედ განხორციელებული სამუშაოებისა და იმიტირებული კენჭისყრის
შედეგების საფუძველზე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ადმინისტრაცია
ხვალინდელი დღისთვის სრულად მზად არის. ამისათვის - გაწეული
საქმიანობისა და შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდი ყველა საარჩევნო
ადმინისტრატორს და ყველა ჩართულ მხარეს, დაწყებული საჯარო უწყებებით,
დასრულებული სხვადასხვა სუბიექტებით (პოლიტიკური პარტიები, მედია,
არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.) რომელთაც ხელი შეუწყვეს საარჩევნო
ადმინისტრაციას ამ უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის მზადების პროცესში.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საოლქო და საუბნო საარჩევნო
კომისიებს ხელი შეუწყონ არჩევნების დაკვირვების და გაშუქების
უმნიშვნელოვანეს პროცესს, კანონით დადგენილი წესების ზედმიწევნით
დაცვით. ამასთან, მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაიცვან
კანონმდებლობა, არ ჩაერიონ კომისიების ფუნქციებსა და საქმიანობაში და ამით
ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში
ჩატარებას. საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და
საქმიანობაში ჩარევის ან ხელის შეშლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ
მიმართავს კანონით დადგენილ მექანიზმებს.
არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მივმართავ
ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი
არჩევანის უფლება, ასევე მივმართავ ჩართულ მხარეებს - რეგისტრირებულ
პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო
ორგანიზაციებს, მედიას - ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და
თავისუფალ გარემოში წარმართვას. თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია
საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად.
დეტალური ინფორმაცია საარჩევნო უბნების, აქტივობებისა თუ სხვა
საქმიანობებისა და სტატისტიკის შესახებ, განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე და
ასევე, მიეწოდებათ მედია საშუალებების წარმომადგენლებს გავრცელების
მიზნით.
საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის დაცვით,
გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება
არჩევნებს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, ეს არის მუნიციპალიტეტის
ორგანოთა პირველი არჩევნები, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია
ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს, რაც
მნიშვნელოვნად გაზრდის პროცედურების სისწრაფეს, სიმარტივეს და
უზრუნველყოფს გამჭვირვალობას.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა
საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების
გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის
შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას, რომელთა ინფორმირების მიზნით,
ცესკომ არაერთი საინფორმაციო აქტივობა განახორციელა
გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა
ამომრჩეველმა მომართა.
არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 34 000-მდე საარჩევნო
ადმინისტრატორი.
იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების
გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი,
რომელიც დაყოფილია სამ სვეტად. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად,
რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ,
შესაბამის ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა ამ
შემთხვევაში კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი საარჩევნო სუბიექტის ნომერი,
არამედ სპეციალური მარკერით თითოეულ სვეტში უნდა გააფერადოს/მონიშნოს
მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის წინ
არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით
ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ. აქვე
უნდა აღინიშნოს, რომ ჭრილის საფარი არჩევნებზე წელს პირველად
გამოიყენება.
ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის
დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე
ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც
პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს,
რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო და
სავარაუდოდ კენჭისყრის დასრულებიდან 1 - 2 საათის განმავლობაში, რაც
თავის მხრივ დაკავშირებულია ინფორმაციის მიღებასთან და
კონსოლიდირებასთან, საზოგადოებას გავაცნობთ პირველად წინასწარ
მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ გადმოგზავნილი მონაცემები ხელმისაწვდომი
იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის
უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით
დათვლა. ბიულეტენების დათვლის დროს კომისიის წევრები ახარისხებენ
ნამდვილ და ბათილ ბიულეტენებს და მიღებულ შედეგს ადარებენ აპარატის
მონაცემებს.
დანარჩენ საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით
ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება
და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და
ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის
დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე
არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხმის მიცემა ფარულია. ყველა საარჩევნო უბანზე
განთავსებულია მოდიფიცირებული (ე.წ. ამოჭრილი) კაბინები. აქვე
შეგახსენებთ, რომ კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.
ამასთანავე, კავშირი ამომრჩეველსა და ბიულეტენს შორის, ისევე როგორც
კავშირი ვერიფიკაციის აპარატსა და ბიულეტენს შორის არ არსებობს, რაც
ფარულობის უზრუნველყოფის კიდევ ერთი წინაპირობაა.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისა და
ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, ალბათობა იმისა, რომ რომელიმე აპარატი
მწყობრიდან გამოვიდეს, მინიმალურია. მაგრამ, რა თქმა უნდა,
გათვალისწინებული და დაზღვეულია მსგავსი შემთხვევებიც. მთავარი არის ის,
რომ არცერთ შემთხვევაში არ შეწყდება კენჭისყრა.
დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51. ასევე
მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო
პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია
მათთვის საინტერესო საკითხებზე.
მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს ზედმიწევნით დაიცვან კანონმდებლობა და
ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.
4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება.
ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის-პაატა ზაქარეიშვილი „გახარია საქართველოსთვის“ , დავითი ერემეიშვილი - „ქართული ოცნება“ და გიორგი ამაღლობელი- „საქართველო“.
ხვალ ქუთაისში, 76 საარჩევნო უბანი და ერთი სპეცუბანი გაიხსნება.
ხმის მიცემა ელექტრონული აპარატების საშუალებით მოხდება.გამონაკლისია სპეცუბანი.
რაც შეეხება იმერეთს, მმართველ პარტიას იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან 4-ში-ბაღდათში, ვანში, ტყიბულსა და საჩხერეში კონკურენტი არ ჰყავს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება და ყველა მათგანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. კალანდარიშვილის თქმით, არჩევნები, რომლის შედეგადაც მოქალაქეები 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევენ, 08:00 საათზე დაიწყება და 20:00 დასრულდება.
„ხვალ, 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.
საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი. რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან. მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.
ამასთანავე, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 4 კანდიდატი.
რაც შეეხება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს - სულ რეგისტრირებულია 2 228 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 32 კანდიდატი. თბილისში კი 160 კანდიდატი.
ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.
ყველა საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი. კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.,,-განაცხადა კალანდარიშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.…
სამშაბათი ოქტომბერი 28
In საზოგადოებასაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41…
სამშაბათი ოქტომბერი 28
In საზოგადოებაველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში კოლხური ხოხბები გაუშვეს.…
ორშაბათი ოქტომბერი 27
In სხვა სიახლეებიარასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი სოციალურ ქსელში გელათის მონასტერში რჩეული ვითარების ამსახველ ფოტოს და…
ორშაბათი ოქტომბერი 27
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვის…
ორშაბათი ოქტომბერი 27
In საზოგადოება