პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ამით პარტიის მიერ მე-11 მოწვევის პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმი დასრულებულია.
XI მოწვევის პარლამენტში პარტია "გახარია საქართველოსთვის" 12 უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატის ადგილმონაცვლე შედის. ადგილმონაცვლე დეპუტატები არიან: - გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი და სოფიო ხორგუანი.