,,ლელო - ძლიერი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ თანამდებობა და პარტია დატოვა. ალექსანდრე მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა.
,,ერთ-ერთმა გადაწყვეტილების მიმღებმა მაცნობა, რომ ჩემი უფლებამოსილება შეჩერდა. ბოლო წვეთი გახლდათ საკითხი,საარჩევნო პერიოდს შეეხება. ყველამ იცის, "ლელოელმა", რომ განსხვავებული განწყობა მქონდა არჩევნებში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით.
,,სამწუხაროდ, მიმდინარეობს იმ ადამიანების დამუნათება,ჩვენი მხარდამჭერები მყავს მხედველობაში, რომლებმაც ვერ მოახერხეს კონკრეტულ საარჩევნო უბანზე კონკრეტული შედეგის უზრუნველყოფა.აღნიშნულმა გამოიწვია ჩემი და ჩემი არაერთი კოლეგის წინააღმდეგობა პარტიის ხელმძღვანელობასთან .კატეგორიულად მოითხოვეს,რომ თბილისში ჩავიდე და რაღაც ისეთი განწყობა მქონდეს მობოდიშებისკენ.არამც და არამც.რატომ იფიქრეს, რომ პარტიული თანამდებობა ჩემთვის არის ისეთი ,რის გამოც გავიქცევი და ვინმეს ფეხებში ჩავუვარდები არ მესმის .ვტოვებ პარტიის რიგებს,ამას ვაკეთებ საჯარო განცხადებით,,-ალექსანდრე მიქაუტაძე.