თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
განცხადება მან უკრაინულ ენაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინელების გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„ჩემს მიმართ ხორციელდება წამება და მე ვიყავი მოწამლული. ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი, მისი ოფისის მადლობელი ვარ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას,“- აღნიშნა სააკაშვილმა, რომელიც სასამართლოზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩაერთო.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე მაისური აიწია იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ გამოიყურება ფიზიკურად.
"ბოდიში ყველას არაეთიკური სურათისთვის", - განაცხადა სააკაშვილმა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ტერიტორიულ ერთეულებში საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა დასრულდა. მოსახლეობასთან შეხვედრებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად პირადად მართავდა. შეხვედრებზე მოსახლეობამ პრიორიტეტები თავად შეარჩია. ძირითადი მოთხოვნები სოფლებში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სასაფლაოების შეღობვა, სანიაღვრეების კეთილმოწყობა , სკვერების მოწყობა და გარე განათების მონტაჟი დასახელდა.
საპროექტო წინადადაებების განხვილვაში მერთნ ერთად აქტიურად არიან ჩართული, მერიის სამსახურის უფროსები, სოფლების მაჟორიტარი დეპუტატები და მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში. როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე აცხადებს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მუნიციპალიტეტს საშუალებას აძლევს, მოსახლეობის მოთხოვნების საფუძველზე, სოფლებში ინფრასტრუქტურული საკითხები კიდევ უფრო მოწესრიგდეს.
აღნიშნული პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა მთლიანად ადგილობრივების საჭიროებებზე იქნება გათვალისწინებული. ბაღდათის მუნიციპალიტეტისთვის 2023 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგგლებში 346 000 ლარია გამოყოფილი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა რამდენიმე წელია წარმატებისთ მიმდინარეობს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.