“ე.წ. დახმარება შეიძლება შეუჩერონ მაგრამ, რა ჰქონდა საქართველოს მოსახლეობას ამ გრანტებისგან, გაზულუქებული ენჯეოშნიკების მეტი? »-აღნიშნული კითხვით პოსტს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.
,,ეს კითხვა, რომელსაც ავრცელებენ მესეჯბოქსებით, ავლენს მის ავტორებისგან არა მხოლოდ უვიცობას, არამედ უმადურობას და მომავალზე დაუფიქრებლობას.
მომავალი თაობის თავისუფლებაზე რომ არ ფიქრობთ და დიქტატურას უმზადებთ ეს უკვე გავიგეთ, მაგრამ მათ მომავალ განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, დაცულობაზე და განვითარებაზეც ხელს რომ იღებთ თქვენი დღევანდელი კეთილდღეობის გულისთვის, ამაზე რა პასუხია?
არავითარი მილიარდი არაბეთის დეველოპერების ხელში (რომც შემოვიდეს ქვეყანაში) არ უზრუნველყოფს განათლების დონის ამაღლებას , შშმ პირების დაცულობას ან კიდევ შიდსის, ჰეპატიტის აღმოფხვრას, არც ჯარის გაძლიერებას, ან პოლიციის სტანდარტების ამაღლებას, ან სოფლმეურნეობის განვითარებას, არც … არც …
მიკვირს კი ამ თვით გამოცხადებულ პატრიოტების ასეთი აღტაცება ამ არაბეთის ახალ ზღაპრით და სასწაულ გარიგებით- როდის გვიხაროდა მიწების (თანაც დაცული ტერიტორიების) ასე გაყიდვა, ქვეყნის ინტერესენის ასე გაფლანგვა, მასიურად უცხოელების არა სტუმრად არამედ მდგმურად და ხვალ პატრონად შემოყვანა (აბა სხვა ვინ იცხოვრებს ან უკვე ცხოვრობს ამ 2000/3000 $ კმ იან ბათუმის და თბილისოს ცათაბჯენებში?) როდისღა გვიხაროდა ასე სახელმწიფოს დაცემა, უხერხემლო არსებად ქცევა ?
გაღვიძების დრო დადგა ყველასთვის. საკითხი არ ეხება პოლიტიკურ არჩევანს, ეს არ არის როგორც უნდათ წარმოგვიდგინონ გუშინდელი ბრძოლის გაგრძელება ნაც-ქოცების შორის. სხვა ამოცანა გვიდგას ჩვენს წინაშე: ან დავთმოთ სახელმწიფო, მაშასადამე იდენტობა, წარსული და მომავალი, ჩვენი კულტურა და ჩვენი ინტერესები, და დავემონოთ ერთსულოვან მეზობელს და იმათ ვისაც ეს ერთი პატრონი შემოუშვებს რათა ქართული სული, ენერგია და ჟინი ვერ აღდგეს!
ან დავუდგეთ. წინ, პროპაგანდისგან, პირად მოკლევადიან ინტერესებისგან, კონფორმიზისგან განვთავისუფლდეთ და დავდგეთ ქვეყნის მხარეს, ვარჩიოთ მომავალი!,,-წერს სალომე ზურაბიშვილი .
დათქმები, რომელიც ევროსაბჭოში ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას მოაყოლეს, არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში უპატივცემულობა და ჩვენ ამას უპასუხოდ ვერ დავტოვებდით - ეროვნული თავმოყვარეობიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, პირველ რიგში, „წითელი ხაზი“ არის ის, რომ გვთხოვენ, ახალი არჩევნების ჩატარებას, ვინაიდან საქართველოში არჩევნები „მაღალი სტანდარტებით ჩატარდა“.
„მათ ცნეს ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება, უბრალოდ, ამ ყველაფერს მოჰყვებოდა რაღაცა დათქმები, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი. პირველ რიგში, წითელი ხაზი არის ის, რომ გვთხოვენ, ახალი არჩევნების ჩატარებას. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა, რა თქმა უნდა, ეროვნულ თავმოყვარეობას, რისი დეფიციტიც, სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს გააჩნიათ. არჩევნები საქართველოში ძალიან მაღალი სტანდარტებით ჩატარდა.
რა თქმა უნდა, ეს არის დროებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს საღი აზრი საბოლოო ჯამში, ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც და შესაბამისად, მერე შეუდგება ჩვენი დელეგაცია საპარლამენტო მუშაობას PACE-ში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.
აღნიშნული რეზოლუციის მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.
როგორც თეა წულუკიანმა გადაწყვეტილების გაჟღერებისას განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“.