ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ახალი მოადგილეები წარადგინა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ გიორგი ცხაკაია, მოადგილედ კი, შალვა მშვილდაძე დაინიშნა.
გიორგი ცხაკაია მიმდინარე წლის 12 ივნისიდან დღემდე ქუთაისის მერის მოადგილედ მუშაობდა. მერის პირველი მოადგილის საკურატურო სფერო იქნება სივრცის დაგეგმარების ,ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების, მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურები; სპორტული დაწესებულებები.
შალვა მშვილდაძეს სახელმწიფო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს: 2017- 2021 წლებში იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, 2022 წლიდან დღემდე მუშაობდა სს “ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ფინანსურ დეპარტამენტში. მერის მოადგილე კურირებას გაუწევს სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებს, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას, ბაგა-ბაღების გაერთიანებას, კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას, სამეცნიერო ბიბლიოთეკასა და ბოტანიკურ ბაღს.

მერის მოადგილის დავით ნიშნიანიძის საკურატორო მიმართულებებია : საფინანსო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, ქონებისა და ტრანსპორტის მართვა, „სპეციალური სერვისები“, „ქუთგანათების სერვისი“, „პარკინგსერვისი“.

ხვალ, 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-8 მოწვევის საკრებულოს რიგით პირველი სხდომა გაიმართება და მას ქუთაისის 59-ე ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი გახსნის.
ქუთაისის საკრებულოში 25 წევრია- 10 მაჟორიტარი, 15 პროპორციული სიით მოხვედრილი. უმრავლესობას "ქართული ოცნება,, წარმოადგენს,თითო წევრი ყავთ ,,ლელოს,, ,,გირჩს,, და ,,გახარია საქართველოსთვის,,.
პირველ სხდომაზე -საკრებულოს თავმჯდომარესა და მოადგილეებს აირჩევენ;
დაფუძნდება საკრებულოს ფრაქცია;
საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრება და დამტკიცდება;
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა; საფინანსო-საბიუჯეტო; ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის; კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების შემადგენლობები განსაზღვრება.
ფოტო არქივიდან.