დღეს ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩატარდა.
25 წევრიან საკრებულოში უმრავლესობა-22 დეპუტატი ,,ქართულ ოცნებას,, ყავს,ხოლო ოპოზიციას 3.
დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ ელეონორა არჩაია, ,,გახარია საქართველოსთვის,, წარმომადგენელი და ალექსანდრე მიქაუტაძე , რომელიც საკრებულოში ,, ლელო-ძლიერი საქართველოს,, ქვოტით მოხვდა.აღსანიშნავია,რომ მიქაუტაძემ პარტია 10 დღის წინ დატოვა.
საკრებულოს სხდომას ესწრებოდა ოპოზიციური პარტიის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი- თეკლა მებურიშვილი , რომელიც ,,გირჩის,, წევრია.
ფოტო-ია ჩარკვიანი
