ხვალ, 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-8 მოწვევის საკრებულოს რიგით პირველი სხდომა გაიმართება და მას ქუთაისის 59-ე ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი გახსნის.
ქუთაისის საკრებულოში 25 წევრია- 10 მაჟორიტარი, 15 პროპორციული სიით მოხვედრილი. უმრავლესობას "ქართული ოცნება,, წარმოადგენს,თითო წევრი ყავთ ,,ლელოს,, ,,გირჩს,, და ,,გახარია საქართველოსთვის,,.
პირველ სხდომაზე -საკრებულოს თავმჯდომარესა და მოადგილეებს აირჩევენ;
დაფუძნდება საკრებულოს ფრაქცია;
საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრება და დამტკიცდება;
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა; საფინანსო-საბიუჯეტო; ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის; კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების შემადგენლობები განსაზღვრება.
ფოტო არქივიდან.
