ჭიათურაში ამ წუთებში მაღაროელთა საპროტესტო აქცია იმართება.
,,ჩვენ აქ არ გვევლინება დგომა.გავხდით იძულებული, აქციები გაგვემართა.
ჩვენ არ გვინდა სამსახური ქალაქის განადგურების ხარჯზე,მინდა ვუყხრა ვათ,ვისაც გონია,რომ ჩვენთვის დღევანდელი ლუკმა-პურია ყველაზე მნიშვნელოვანი. არა ბატონებო. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების მომავალი და მათ აქ არ უნდა დავახვედროთ ერთი დიდი კარიერი.ხელფასებიც გვჭირდება, ლუკმა-პურიც ,მაგრამ ჩვენი ქალაქიც გვჭირდება.,,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მაღაროელების მოთხოვნები უცვლელია-კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზმა დატოვოს ქალაქი,შეწყდეს მარგანეცის ღია კარიერული წესით მოპოვება და სახელფასო დავალიანება დაიფაროს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ჯორჯიან მანგანეზი" მზადაა მიწისქვეშა სამუშაოები აღადგინოს, თუმცა, კონკრეტული პირობებით.
ჯორჯიან მანგანეზი" ითხოვს, რომ შუქრუთის მოსახლეობამ შეწყვიტოს მაღაროების პიკეტირება, საწარმოებში სამუშაო დრო კი 12-დან რვა საათამდე შემცირდეს. სხვა დეტალები უცნობია.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე მიღებულ გადაწყვეტილებას მაღაროელები არ ეთანხმებიან.