ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის ერთ მონაკვეთსა და წერეთლის ქუჩის დასაწყისში, დაზიანებული გზის საფარი ასფალტ-ბეტონის ახალი საფარით შეიცვალა.
რუსთაველის გამზირის განახლებულ მონაკვეთზე ( ცენტრალური ბულვარისა და ქუთაისის მერიის მიმდებარედ), საგზაო მონიშვნებისა და ქვეითთა გადასასვლელების დატანა განხორციელდება უახლოეს დღეებში, ტექნოლოგიური სტანდარტით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში.
,,გთხოვთ, სამუშაოების დასრულებამდე, გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაიცვათ უსაფრთხოების წესები.,,-ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია .
