პირველი სექტემბრიდან ქუთაისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ საქართველოს ბანკის ბარათებით გახდა შესაძლებელი. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ქალაქში ტაბლეტები ხარვეზით სწორედ ამ ცვლილების გამო მუშაობს.
,,პირველი სექტემბრიდან, ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ “საქართველოს ბანკის” ბარათებითაა შესაძლებელი.
აღნიშნული ცვლილების გამო, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული ტაბლოები მუშაობს ხარვეზებით. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ხარვეზების გასასწორებლად და უმოკლეს ვადაში, ელექტრონული ტაბლოებით ინფორმაციები ზუსტად და დროულად იქნება მგზავრებისთვის მიწოდებული.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით, შექმნილი დისკომფორტის გამო.,,-ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია.
