ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, საცხოვრებელი სახლების ეზოები.
ელექტროენერგია აღდგენილია სრულად. ბუნებრივი აირი არ მიეწოდება ასამდე ოჯახს.
ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს.
