საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის 34-ე და 37-ე საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
განათლების მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდნენ და
ქუთაისის 34-ე საჯარო სკოლა 450 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. რაც შეეხება 1200 მოსწავლეზე გათვლილ 37-ე საჯარო სკოლას, მისი ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარზე მეტია.
ორივე სკოლაში, სასწავლო სივრცეებთან ერთად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი, ასევე,სპორტული და სააქტო დარბაზები.
ქვეყნის მასშტაბით, წლის ბოლომდე ჯამში 100 საჯარო სკოლას სრულიად განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, შენობა ექნება.