ბაღდათის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული - ბაღდათობა აღინიშნა.
ადგილზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდა მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის შემეცნებითი, გასართობი ღონისძიებები ეხილა.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თავისუფლების მოედანზე გამოფენილი იყო ძველი ბაღდათის ფოტოები.
მოწყობილი იყო სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცე-ბიბლიოთეკა;მსოფლიო განათლების აკადემია WEA-სივრცე;თეატრალური კუთხე-შემოდგომა ბაღდათში;მაიაკოვსკი და ბაღდათი;სახანძრო-სამაშველო კუთხე;გასტრონომიული სივრცეები;პატარებისთვის მოწყობილი იყო საბავშვო, გასართობი სივრცეები ,ატრაქციონები, სახის მოხატვა, ანიმატორები;ქუჩის ორკესტრი.
ასევე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეღვინეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა- დეგუსტაცია;ხელთნაკეთი ნივთების და ყვავილების კუთხე.
ბაღდათობის სახალხო დღესასწაულზე მისული სტუმრების საზეიმო განწყობაზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები ზრუნავდნენ. გაიმართა ბაღდათის საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია.
ჩატარდა საპატიო ბაღდათელების დაჯილდოების ცერემონია.
მოეწყო ლაზე შოუ და კონცერტი ბენდი ¼ და ლინდა ადამიას მონაწილეობით.
საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.