- საზოგადოება
- გადასვლები: 242
ძლიერი ქარის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახლების სახურავები დაზიანდა
ძლიერმა ქარმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. დაზიანებულია 50-ზე მეტი სახლის სახურავი .
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო სტიქიით მიყენებულ ზარალს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, შექმნილია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია, რათა დაზარალებულ ოჯახებს დროულად გაეწიოთ შესაბამისი დახმარება.
მოსახლეობას ელექტრო ენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.