ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძეი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ სოფელ ხემაღალასა და სოფელ ღვერკში იმყოფებოდა.
მინისტრი სოფელ ხემაღალაში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა და მოისმინა მათი საჭიროებები.
სოფელ ღვერკში რევაზ სოხაძემ მდინარე ყარნებაზე წყლის შეგუბებისა და ღვარცოფული პროცესების ლიკვიდაცია- პრევენციის სამუშაოები დამატებულია, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის დავალებით, აგვისტოდან ახორციელებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა პირველადი დახმარების მიზნით, 46 დაზარალებულ ოჯახზე ბიუჯეტიდან 87 200 ლარი გამოყო.ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება არცერთი ოჯახი.
მუნიციპელიტეტის დაკვეთით მომზადებულია სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკის მეწყრული ფერდობის კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიში. როგორც კი გეოლოგიური კვლევის დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები — გზების, გაზიფიცირების, ახალი ელექტროქსელის მოწყობის და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნისთვის.