გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 471 ფაქტი გამოავლინეს.
შედეგად, სექტემბრის თვეში, თბილისში გამოვლენილია 277 სამართალდარღვევა, ბათუმში - 99, ქუთაისში - 76, რუსთავში კი - 19.
471 ფაქტიდან 424 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 47 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ 256 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 200 - მიკროავტობუსების, 15 კი, სატვირთო ავტომობილების მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.
რაც შეეხება წლის სტატისტიკას, 2025 წლის 9 თვეში გამოვლენილია 3798 სამართალდარღვევა.