ქუთაისში სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყო.
მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლე სრულად განახლდება. პროექტის მიხედვით, შენობაში შეიცვლება სახურავი, კარ-ფანჯრები, ინტერიერი, სველი წერტილები, სპორტული მოედანი და აღიჭურვება ახალი ინვენტარით. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქუთაისის სპორტის სასახლე შეძლებს უმასპინძლოს მაღალი დონის საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს.
რეაბილიტაციისთვის 1 347 396 ლარია განსაზღვრული.
სამუშაოებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი გაეცნო.