18-19 ოქტომბერს ქალაქ წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო-2025“ გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჩატარდება სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები.
პროგრამას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროგრამა მოიცავს თეატრალურ პერფორმანსებს, ღვინის დახურვის ცერემონიალს, კონცერტებს, საგანგებო სიტუაციების მართვისა და თავდაცვის ძალების ტექნიკის გამოფენებს.იქნება შეხვედრა „წიგნების გმირებთან“ და მოსწავლეთა პერფორმანსები.
ტრადიციულად გაიმართება საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, დასახელდებიან ღვაწლმოსილი პედაგოგები, ხოლო სოციალურად დაუცველ 7 ოჯახს გადაეცემა სახლების გასაღებები.