18 ოქტომბერს თერჯოლაში სახალხო დღესასწაული- ,,თერჯოლობა 2025“ გაიმართება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია სადღესასწაულო პროგრამას აქვეყნებს.აქტივობები დღის 12 საათზე დაიწყება და 18:00საათზე,ჯგუფ ,,ურსას,, სოლო კონცერტით დასრულდება.
12:00 საათი- ლაშა გოგიაშვილის სახელობის ტურნირის ფინალი,გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება;
( მინი სტადიონი,რუსთაველის ქუჩა #109)
12:30 საათი-შემოქმედებითი კუთხეები, საგამოფენო სივრცე - ტურიზმის,ხელნაკეთი ნივთების,რეწვის ოსტატების, ნორჩ მხატვართა ნამუშევრების გამოფენები;
( მერიის მიმდებარე ტერიტორია)
13:00 საათი -მოსწავლე-ახალგაზრდების კონცერტი;
(ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერი,ამფითეატრი)
13:30 საათი-საზეიმო მსვლელობა თერჯოლის ქუჩებში ცხენოსნებითა და ფაიტონით,მეარღნის თანხლებით;
14:00 საათი-ილუზიონისტის შოუ,სახის მოხატვა,ფერადი საპნის ბუშტების შოუ, ფოტო-ვიდეოს გადაღება Gifit აპარატით, მრავალფეროვანი ატრაქციონები;
( მერიის მიმდებარე ტერიტორია)
14:30 საათი-სამეწარმეო მაკეტი საუკეთესო ღვინის ძიება,იმერული სამზარეულო,ეთნოგრაფიული კუთხეები,საოჯახო მარნები,კულინარიული მასტერკლასები;
( მერიის მიმდებარე ტერიტორია)
15:00 საათი-კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით;
( მერიის წინ)
16:00 საათი-საპატიო თერჯოლელების,საუკეთესო ღვინის და წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება;
( მერიის წინ)
18:00 საათი- დასკვნითი გალა კონცერტი ,საზეიმო ფოიერვერკი!
( მერიის წინ)