- საზოგადოება
- გადასვლები: 576
ტყიბულის, ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტებში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში, ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია ტყიბულის, ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტებში, მდინარეებზე: წყალწითელაზე, სულორსა და კუხაზე; ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე და კასპის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე.
ვინაიდან ხუთივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

 
			 
			 
			




 
			 
			 
			 
			 
			 
						 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			