,,ყოველი დღე არის ბრძოლა სიცოცხლისათვის,,
,,მიეცათ ბავშვებს წამალი,,
,,ერთი ბავშვის სიცოცხლე უდრის სამყაროს,,-ამ სლოგანებით ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე,მესხიშვილის სახელობის თეატრის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია იმართება.
შეკრებილები სახელმწიფოსგან ბავშვების აუცილებელი მედიკამენტების უზრუნველყოფას ითხოვენ.
დიუშენის სინდრომით დაავადებული 100 პატარა სასწრაფოდ წამალს საჭიროებს. მშობლები საქართველოს პრემიერთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ.ისინი ღამეს კანცელარიათან ათენებენ.
