გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 912 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 364 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია. 111 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 159 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 31 - კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 21 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 63 - კომპანიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა, 20 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 143 კი - სხვა დარღვევა.
აღსანიშნავია, რომ რეგიონების მიხედვით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 265 ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლში. 114 სამართალდარღვევა დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 83 - სამცხე-ჯავახეთში, 80 - კახეთში, 73 -აჭარაში, 66 - შიდა ქართლში, 41 - იმერეთში, 21 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7 - გურიაში, 1 ფაქტი კი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც - 2026 წლის პირველ 3 თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 161 ფაქტი გამოავლინეს.
