ზაფხულის განმავლობაში ქუთაისში ორი მორიგე ბაღი იმუშავებს. ინფორმაცია ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გაავრცელა.
,, ააიპ. ქ. ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება გაცნობებთ, რომ 2025 წლის 1 ივლისიდან იფუნქციონირებს ორი საზაფხულო (მორიგე) ბაღი:
ზაფხულის განმავლობაში ქუთაისში ორი მორიგე ბაღი იმუშავებს. ინფორმაცია ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გაავრცელა.
,, ააიპ. ქ. ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება გაცნობებთ, რომ 2025 წლის 1 ივლისიდან იფუნქციონირებს ორი საზაფხულო (მორიგე) ბაღი:
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით და მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სპორტული, შემეცნებითი, სახელოვნებო და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ ბაღდათში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიმდინარეობის პროცესს კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერ კახა ენუქიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების მიმართულებით გათვალისწინებულია: ბაღდათის და საირმის სათავე ნაგებობებისა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია, წყალმომარაგების 36,6 კმ ქსელის მშენებლობა. აშენდება ბუსტერული ტიპის სატუმბი სადგური და მოეწყობა ახალი SCADA სისტემა.
პროექტი ასევე ითვალისწინებს წყალარინების 46,5 კმ ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციას. აშენდება 1 დიდი და 7 პატარა სატუმბი სადგური. სანიაღვრე სისტემის ნაწილში კი 19 კმ სანიაღვრე ქსელი მოეწყობა.
დამატებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბაღდათში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს. გარდა ამისა, მიმდინარეობს წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
წყალმომარაგების სამუშაოების შედეგად, ბაღდათის მოსახლეობა, 2025 წლის ბოლოდან 24 საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო წყალარინების ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით 2026 წლის ბოლოდან ისარგებლებს.
აღნიშნული ხელშეკრულების ღირებულება 75 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
ბავშვთა საერთაშორისო დღე საერთაშორისო დღესასწაულია,რომელიც ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე 1925 წელს დაარსდა.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კი პირველი ივნისი 1950 წლიდან აღინიშნება .
1 ივნისს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ბავშვებისთვის გასართობი და კულტურული ღონისძიებები ეწყობა.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც დაცული იქნება მათი უფლებები.
ზესტაფონი
დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისი დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონში კულტურული, მხატვრული, შემეცნებითი და გასართობი შოუ პროგრამები გაიმართება.
12 : 00 სთ - ზესტაფონის ბავშვთა ვოკალურ - ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი ( რუსთაველის ქუჩა, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორია).
13 : 00 სთ - მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მიერ წარმოდგენილი საკონცერტო პროგრამა ( რუსთაველის ქუჩა, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორია).
ფოტოკონკურსი - "ფერადი ბავშვობა" - გამარჯვებულების დაჯილდოება ( კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორის).
გასართობი შოუ პროგრამა: თოჯინების თეატრი; ანიმატორები და ზღაპრის გმირები; საპნის ბუშტების შოუ; სახეზე ხატვა; სამხატვრო კუთხე; საბავშვო ატრაქციონები; ულიმიტო გიფერი ( კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორია).
17 : 00 სთ - საბავშო სპექტაკლი - " იავნანამ რა ჰქმნა" ( უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი).
ჭიათურა
ღონისძიებები ნაგუთის დასახლებაში, წმინდა გერმანეს ქუჩაზე მდებარე სკვერში 10:00 საათიდან დაიწყება .
10:00 საათი - ზღაპრის გმირებთან შეხვედრა .
11:00 საათი - თოჯინების თეატრი. „საპირველივნისო ზღაპარი“.
12:00 საათი - კულტურის ცენტრისა და ქალაქის სამუსიკო სკოლების აღსაზრდელების კონცერტი.
13:00 საათიდან ღონისძიებები ნაგუთის ჯადული იობაშვილის სახელობის სტადიონზე გაგრძელდება .
13:00 საათი - საბავშვო- გასართობი ატარაქციონები, რომელიც პატარებს მთელი დღის მანძილზე უფასოდ მოემსახურება .
13:00 საათი - მოწვეული მომღერლების კონცერტი: თიკა ჯამბურია,ირინა ბაირამაშვილი .
15:00 საათი - ანიმატორების გასართობი პროგრამა .
16:00 საათი - კონცერტი ქალაქის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით.
საჩხერე
1 ივნისი ქ. საჩხერეში, წმინდა დოსითეოზ წერეთლის ქუჩაზე არსებულ საქალაქო სკვერში აღინიშნება.
პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ზღაპრის გმირები და მულტიპლიკაციური პერსონაჟები მიულოცავენ.
სტუმრებს გაართობენ ოჩოფეხები, მიმები, შუშის კაცები, მასკოტები, მიკი და მინი მაუსები, მინიონი და პეპა გოჭი.
დასაწყისი: 12 საათიდან.
ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1 და 2 ივნისს სპორტული, შემეცნებითი, სახელოვნებო და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნება.
ღონისძიებები გაიმართება, ქალაქ ბაღდათის ახალგაზრდობის სკვერსა (მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია) და კულტურის სახლში.
12:00 საათი-ბაღდათის ახალგაზრდული თეატრი „ირიდა“-ს - მიუზიკლი.(ახალგაზრდობის სკვერი)
13:00 საათი- მუნიციპალიტეტში არსებული სახელოვნებო- საგანმანათლებლო ააიპები წარმოადგენენ შემოქმედებით კუთხეებს. (მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, ხელთნაკეთი ნამუშევრების გამოფენა და სპორტული კუთხე).
13:30-16:00 საათი-წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობი სივრცეები; ბატუტი, ატრაქციონი, სახის მოხატვა, ასფალტზე ხატვა.
10:00 -15:00-საათი-ნორჩ მოჭადრაკეთა ტურნირი.სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის დარბაზი.
2 ივნისი
17:00 საათზე- ბაღდათის რ.ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართება კონცერტი ,,ქართული კინომუსიკა და ბავშვები," რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ : ბაღდათის N 1, როკითის, ქუთაისის N 1 და N 4 საჯარო სკოლების მოსწავლეები, ხონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ვოკალური სტუდია,,ოქროს ხმები." ასევე ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის აღსაზრდელები. კონცერტი ცოცხალი შესრულებით წარიმართება, როგორც ვოკალურად - ისე ინსტრუმენტული თანხლებით.
მუსიკალური ხელმძღვანელი :კომპოზიტორი ნუკრი კარკაძე.
წყალტუბო
11:00 საათი-მხიარული სტარტები საბავშვო ბაღების მოსწავლეთა მონაწილეობით(სპორტის სასახლე).
14:00 საათი- ასფალტზე ხატვა (საკონცერტო დარბაზ ,,ივერიას,, მიმდებარე ტერიტორია)
ანიმატორების წარმოდგენა.
ააიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის,, აღსაზრდელად ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა .
17:00 საათი -თეატრალიზებული წარმოდგენა საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში,,.
თერჯოლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 1 ივნისს ღონისძიებები 11 -დან 19:00 საათამდე გაგრძელდება.
მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვებისთვის უფასო გასართობი სივრცე მოეწყობა.
სამტრედია
მომავლის სკვერში 12:00 საათიდან:
კონცერტი ადგილობრივი საბავშვო ანსამბლების შესრულებით.
გამოფენა-გაყიდვა სამხატვრო სკოლა-გალერეის მოსწავლეთა ნამუშევრები.
ბავშვთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
ანიმაციური პერსონაჟების მსვლელობა.
თაბაშირის ფიგურების შეღებვა.
სახეზე ხატვა.
უფასო საბავშვო ატრაქციონები .
ფაზლების აწყობა.
ფოტოსესიისთვის მოწყობილი სივრცეები.
13:00 საათიდან:
NimilArt-ის კულინარიული და შემოქმედებითი მასტერკლასი.
„მზისფერი“-ს ვორქშოპი — „მხიარული მეცნიერება“.
13:30 საათიდან:
გასართობი შოუ ანიმაციური პერსონაჟების მონაწილეობით.
15:00 საათი | ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი.
თოჯინების თეატრი — „რწყილი და ჭიანჭველა“.
რა იგეგმება დღეს, 1 ივნისს ხარაგაულის, ხონის,ვანისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების მერიების მიერ,ინფორმაცია მათ ფეისბუქ-გვერდებზე არ იძებნება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების განრიგს ავრცელებს.
1 ივნისი
12 :00 სთ. -20:00სთ. საბავშვო ატრაქციონები: „მხიარული კარუსელი“, „ქარიანა“, „გემი“, „მატარებელი“ და „მეკობრეები“ (უფასოდ) - ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი;
12:00სთ. 14:00სთ. “მხიარული ჯამბაზები” - ნიღბების თეატრი (ხარაზოვის ბაღი);
13 :00 სთ. საბავშვო მუსიკალური სტუდიების კონცერტი - ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი;
13:00 სთ. საბავშვო -გასართობი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ანიმაციური გმირები, ტკბილეულით გამასპინძლება - „ვერიკოს სკვერის“ მიმდებარედ;
14:30 სთ. “ცრუპენტელა მელაკუდა”- ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი.
2 ივნისი
12 :00 სთ. -20:00 სთ. საბავშვო ატრაქციონები: „მხიარული კარუსელი“, „ქარიანა“, „გემი“, „მატარებელი“ და „მეკობრეები“ (უფასოდ) - ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმისა…
შაბათი ნოემბერი 01
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ…
შაბათი ნოემბერი 01
In საზოგადოებაგვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…
პარასკევი ოქტომბერი 31
In პოლიტიკაქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ელეონორა არჩაია განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტია ,,გახარია საქართველოსთვის,, წარმომადგენელი…
ხუთშაბათი ოქტომბერი 30
In პოლიტიკაქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ქართულმა ოცნება,, შეიქმნა. დღესვე ფრაქციის პირველი სხდომა გამირთა. თავმჯდომარედ ქუთაისის საკრებულოს…
ხუთშაბათი ოქტომბერი 30
In პოლიტიკაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმისა…
შაბათი ნოემბერი 01
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ…
შაბათი ნოემბერი 01
In საზოგადოებასაქართველოს პროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.…
სამშაბათი ოქტომბერი 28
In საზოგადოებასაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41…
სამშაბათი ოქტომბერი 28
In საზოგადოებაარასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი სოციალურ ქსელში გელათის მონასტერში რჩეული ვითარების ამსახველ ფოტოს და…
ორშაბათი ოქტომბერი 27
In საზოგადოება