- საზოგადოება
- გადასვლები: 254
26 მილიონის ტენდერები ჭიათურაში მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირის კომპანიებმა მოიგო-ფლანგვის დეტექტორი
ფლანგვის დეტექტორმა ჭიათურაში გაფორმებულ ტენდერებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა,რომლის მიხედვითაც ადგილობრივი მაღალჩინოსნების ახლობელთან, გაგალე ბრეგვაძესთან დაკავშირებულმა ხუთმა კომპანიამ 2014-2023 წლებში ბიუჯეტიდან ჯამში თითქმის 26,078,400 ლარი მიიღო. აქედან უშუალოდ მის სახელზე რეგისტრირებულმა სამმა კომპანიამ 1,116,000 ლარი, ხოლო მასთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ, რომლის ოფიციალური მეპატრონეც ზვიად გელაშვილია, 23,961,900 ლარი.
ამ ხუთ კომპანიასთან გაფორმებული 236 ხელშეკრულებიდან 193 შემთხვევაში კომპანიებს ან კონკურენტი არ ჰყავდათ, ან მათი დისკვალიფიკაცია ხდებოდა ან სულაც პირდაპირი შესყიდვა ხორციელდებოდა.