- საზოგადოება
- გადასვლები: 221
ხვალ, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, თბილისში მასშტაბური აქცია იგეგმება. აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.
პარალელურად პროტესტი გრძელდება ქუთაისშიც. შეკრება მერიის წინ,19:30 წუთიდან არის დაგეგმილი.
,,ვინც დედაქალაქიში დაანონსებულ პროტესტზე ჩასვლას ვერ ადამიანები, რომლებიც თბილისის პროტესტს ფიზიკურად ვერ უერთდებიან, პროტესტის ჩვეულ ადგილას (ქუთაისის მერიის წინ) გააპროტესტებენ არჩევნებად წოდებულ ფარსს.,,-წერია აქციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2025 წლის 5 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით ყრუ და სმენადაქვეითებულ
ამომრჩევლებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა
ამჯერად თბილისში გაიმართა და მისი მიზანი 2025 წლის მუნიციპალიტეტის
არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება, საარჩევნო პროცედურებისა
და მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალური ინფორმაციის
მიწოდება იყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი
სანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს
ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ და ზოგადად საარჩევნო
სიახლეების შესახებ. ცესკოს წარმომადგენლებმა მათ ინფორმაცია მიაწოდეს
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული და
დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი
პასუხები მიიღეს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო
კითხვებზე.
შეხვედრა პირველ ოქტომბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო)
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო
ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს ყრუთა კავშირთან
თანამშრომლობით გაიმართა.
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ამომრჩევლებთან შეხვედრებს. მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად რუსთავში საქართველოს უსინათლოთა კავშირის ფილიალში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნები იყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს. გიორგი სანტურიანმა დეტალურად ისაუბრა იმ სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია უსინათლო ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე სთავაზობს. 30 სექტემბერს გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე.
საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო მედია
სკოლა“ წარმატებით დასრულდა. საპილოტე პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საარჩევნო საკითხების შესახებ ჟურნალისტიკის
ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება იყო.
საგანმანათლებლო პროექტის წარმატებით დასრულებისათვის მონაწილეებს
სერტიფიკატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი
კალანდარიშვილმა და ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა გადასცეს. გიორგი
კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა
და იმედი გამოთქვა, რომ პროექტის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია მათ მომავალ
საქმიანობაში დაეხმარებათ.
„საარჩევნო მედია სკოლის“ სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში ისეთ
მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები და საარჩევნო
ადმინისტრაციის მოდელები; ელექტრონული არჩევნები; ხმის მიცემის პროცედურები;
ინკლუზიური საარჩევნო გარემო; მედიის როლი საარჩევნო პროცესში, საერთაშორისო
პრაქტიკა, მედიის უფლებები და მოვალეობები საარჩევნო პროცესის გაშუქებისას,
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა; დეზინფორმაცია როგორც
მსოფლიოს გამოწვევა და მასთან გამკლავების გზები; არასწორი აღქმები და აზრის
ფორმირება და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მონაწილეებს ინფორმაცია და საკუთარი გამოცდილება
შეხვედრებისა და დისკუსიის ფორმატში ცესკოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად
მოწვეულმა ექსპერტებმაც გაუზიარეს.
პროექტი ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის არსებული მემორანდუმის და
ასევე, ცესკოს სწავლების ცენტრსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის გაფორმებული
მემორანდუმების ფარგლებში განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ.…
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოებადედის დღედ 3 მარტი 33 წლის წინ,საქართველოს პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაწესდა. საქართველოს უზენაესმა საბჭომ …
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოება3-5 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო…
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოებახარაგაულის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში გარემოს ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტისა…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებაიმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა 4…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ.…
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოებადედის დღედ 3 მარტი 33 წლის წინ,საქართველოს პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაწესდა. საქართველოს უზენაესმა საბჭომ …
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოება3-5 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო…
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოებახარაგაულის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში გარემოს ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტისა…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებაიმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა 4…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოება