მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, დღეს ქუთაისში,მერიის წინ დისკუსია გაიმართება თემაზე ,,ჟურნალისტური საქმიანობა ავტორიტარიზმის პირობებში,,
,,თუ გინდა ხალხი და ტერიტორია დაიპყრო, პრესა უნდა აკრძალო.
საქართველოს რუსული რეჟიმი ამ გზას უკვე დიდი ხანია ადგას.
დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც:
ქალი ჟურნალისტი უკანონო პატიმრობაშია,
მედიასაშუალებები ყოველდღიურად იხურება,
უამრავი ჟურნალისტი ნაცემია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას,
არაერთი ჟურნალისტი დაჯარიმებულია უკანონოდ,
მიმდინარეობას რეპრესიები ჟურნალისტების მიმართ,
ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ჟურნალისტი რჩება უმუშევარი!
ეს ყველაფერი ავტორიტარიზმის მმართველობის ჩვეული არქიტექტურაა.
რეპრესიები, რა თქმა უნდა, ეხებათ ქუთაისელ ჟურნალისტებსაც. რომ არა ისინი მოქალაქეები ვერ მოახერხებდნენ ქალაქისა და თავიანთი პრობლემები საჯაროდ გაეგო ფართო საზოგადოებას.
4 მაისს, პროტესტის ჩვეულ ადგილას (ქუთაისის მერიის წინ), 19:00 სთ.-დან, ქუთაისელი ჟურნალისტების პანელ-დისკუსია გაიმართება - ჟურნალისტური საქმიანობა ავტორიტარული რეჟიმის პირობებში.
გელოდებით სასაუბროდ, მედიისა და სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად.
რეჟიმის პატიმრების, განსაკუთრებით კი მზია ამაღლობლის მხარდასაჭერად!,,-წერია ინფორმაციაში.
მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე 3 მაისს აღინიშნება.