17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.თარიღთან დაკავშირებით ქუთაისში მსვლელობა გაიმართება.მსვლელობა ცენტრალური მოედნიდან დაიწყება.
ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.
,, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის და მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეს ლოცვა-კურთხევით ქუთაისში სადღესასწაულო მსვლელობა დაიწყება ქუთაისის ცენტრალურ მოედანთან მდებარე წმ.მეფეთა დავით აღმაშენებლისა და ბაგრატ III-ის სახ. ტაძრიდან 11:30.
იქიდან გამომდინარე, რომ 17 მაისი არის კვირა, სამრევლოების წინამძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წირვა დაიწყონ ჩვეულებრივზე ადრე, რათა მრევლმა შეძლოს მსვლელობაში მონაწილეობის მიღება.,,-ქუთაის-გაენათის ეპარქია.
ფოტო-ქუთაის-გაენათის ეპარქია.
