ჭიათურელი მაღაროელები ,,ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის,, წინააღმდეგ იურიდიული დავის დაწყებას აპირებენ.ამის შესახებ იურისტ ვახტანგ ნაცვლიშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
,,მაღაროელებო, ვინც ჩვენთან, საპროტესტო კარავში ხელი მოაწერეთ უკანონო რეორგანიზაციის წინააღმდეგ -
ჩვენ დავიწყებთ იურიდიულ დავას, რომლითაც დავუპირისპირდებით უკანონოდ და უსამართლოდ მიმდინარე რეორგანიზაციას და მასობრივ დათხოვნას.
თითოეულ თქვენგანს დაგიკავშირდებით და გეტყვით, რა დაგვჭირდება თქვენგან!
მაღაროს ყველა თანამშრომელს დაბეჯითებით და დარწმუნებით გეუბნებით, რომ თქვენ ჯერ არ ითვლებით სამსახურიდან გათავისუფლებულად და კომპანია ვალდებულია, გადაგიხადოთ შეთანხმებული ხელფასი.
როგორც აქამდე ვაიძულეთ კომპანია, გადაეხადა ორი თვის ხელფასი,როგორც აქამდე ვაიძულეთ კომპანია უკან წაეღო ლიკვიდაციის და მიწისქვეშა მაღაროების სრული დახურვის გადაწყვეტილება, როგორც აქამდე ვაიძულეთ კომპანია, დაერღვია თავისივე დაწერილი წესები და შვიდპუნქტიან განცხადებაზე უარი ეთქვა,ასეთივე ერთიანობით და ერთობით ვაიძულებთ გადაგვიხადოს ხელფასები და უარი თქვას უკანონოდ მიმდინარე მასობრივ დათხოვნაზე.
ჩვენ ზურგს არ გვიმაგრებს პროფკავშირი - პროფკავშირს 24 აპრილის შემდეგ ჭიათურის შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს - მაგრამ ჩვენ გვყავს ერთმანეთი და ჩვენ გვყავს 4 საერთო პატიმარი, რომლებსაც სამართლიანი ბრძოლის გამო 4-დან 9 წლამდე უპირებენ ციხეში დატოვებას.,,-იურისტი ვახტანგ ნაცვლიშვილი.