დღეს, 25 აპრილს,16:00 საათზე,ქუთაისში მესხიშვილის თეატრის წინ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
,,1 წელია დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვენ.
ამ დაავადებით საშუალოდ ბავშვები 20 წლამდე ცხოვრობენ, საჭირო მედიკამენტების დახმარებით შეიძლება 40 წლამდე იცხოვრონ.
სახელმწიფო არ იღებს ზომებს 100-მდე ბავშვის დასახმარებლად, ბავშვები ყოველწლიურად იღუპებიან.
გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე ბავშვებს!
ვიკრიბებით მოქალაქეები ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ 25 აპრილს, 16:00 საათზე.,,- წერია მხარდამჭერი აქციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.
