სათაური: ადვოკატირების გაფართოებული შეხვედრა
სათაური: ადვოკატირების გაფართოებული შეხვედრა
სენაკის ქალთა სამუშაო ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლა იმ საკითხებზე, რომლიც მათ მიერ იდენთიფიცირებული პრობლემების ადვოკატირებას შეეხება. სახურავების პრობლემა, საწვიმარი ჟოლოფების არარსებობა, რომელიც მთელს საცხოვრებელს აზიანებს - ეს საკითხები ისევ დგას დღის წესრიგში.
მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემის ცენტრალურ დონეზე გადაწყვეტის აუცილებლობაზე. გაეცნენ 29 თებერვალს, თბილისში დაგეგმილი კონფერენციის დღის წესრიგს, რომელიც აღნიშნული პრობლემების ცენტრალურ დონეზე მოგვარების კუთხით კარგი შესაძლებლობაა.
„კონფერენციაზე სწორედ ის სამინისტოები იქნებიან წარმოდგენილნი, რომელთაც აღნიშნული საკითხები პირდაპირ ეხებათ. ამიტომაც ჩვენი პრობლემების გაჟღერებით ახალი შესაძლებლობები გაჩნდება - მიაჩნიათ ჯგუფის წევრებს.
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე ჯგუფის წევრებთან ერთად მოხდა ონლიან პეტიციის რეგისტრაცია, რათა ხელი შევუწყოთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის დანერგვას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთარი და საერთო საკუთრების მოვლა–პატრონობა. თანადაფინანსების პრინციპით განხორციელებული პროექტებითა და ღონისძიებებით მუნიციპალიტეტი აქტიურად დაეხმარება მოსახლეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საცხოვრებელი გარემო და შექმნას ხელსაყრელი პირობები სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ორგანიზებით ახალი მონიტორინგის ანგარიშის - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“ პრეზენტაცია ონლაინ - Zoom პლათფორმის საშუალებით გაიმართა, რომელიც ორგანიზაციის მკვლევარმა - ნინო კორინთელმა წარმოადგინა.
ღონისძიების შესავალი ნაწილი რელევანტური სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მოკლე მოხსენებებს დაეთმო, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის არსებულ ეროვნულ პრევენციულ მექანიზმებზე მიზნობრივად ისაუბრეს: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეტაპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ელისო შონიამ, თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსმა - ინდირა რობაქიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა - ანი ფაჩუაშვილმა.
მუნიციპალურ დონეზე დღესარსებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ინსტრუმენტები მიმოიხილა ფონდი "სოხუმის" წარმომადგენელმა - ემა კამკიამ.
ღონისძიების მესამე ნაწილი დაეთმო მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიზნობრივ მოსხენებებს, თუ რა მიღწევები და გამოწვევები გააჩნიათ ამ ეტაპზე. მერის წარმომადგენელების როლზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციაში ისაუბრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსმა - გოგი რევიამ, უწყებათაშორისი თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტებზე (მიღწევები და გამოწვევები) - ისაუბრა სენაკის მუნიციპალიტეტეის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა - ნატალია ხუბუამ, ეკონომიკური გაძლიერების მუნიციპალური პროგრამების მნიშვნელობაზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციაში - ქობულეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ - ლია შქარიშვილმა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა სახელმწიფო უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოებებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობა.
კვლევა ხელმისაწვდომია აქ - https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/13796-2023-07-13-20-36-14
ჩატარდა საინფორმაცი შეხვედრა ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან, სადაც მონაწილეებთან ერთად განხილული იყო შერჩეული პრობლემების ადვოკატირების დინამიკა.
ჯგუფის ლიდერმა მერიაში წარდგენილი წერილები გააცნო მონაწილეებს და მათგან ოპერატიულად მიღებული პასუხებიც წაიკითხა.
აქტიურად მიმდინარეობს პროცესი, თუმცა არის საკითხები, რომელიც დამატებით ძალისხმევას საჭიროებს.
მონაწილეებს ასევე, მიეწოდათ ინფორმაცია დაგეგმილი კონფერენციის შესახებ, სადაც მათ შეეძლებათ გამოიყენონ პლათფორმა სწორედ იმისთვის, რომ საკითხები ადვოკატირების მიზნით დააყენონ ცენტრალურ დონეზე.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის - “ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის" (UN WOMEN) - ფარგლებში.
ა. წ. 09 სექტემბერს შედგა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა სამუშაო (საინიციატივო) ჯგუფის პროექტის:“ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის" (UN WOMEN) - ფარგლებში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ჯგუფის წევრებმა, ასევე დასახლება „კოტეჯების“ მაცხოვრებლემა. დღის წესრიგის თანახმად განიხილეს მიმდინარე საკითხები, რომლის შესახებ ინფორმაცია გააკეთეს ჯგუფის წარმომადგენლებმა: ბ. კუპრეიშვილმა და ქ. გვაძაბიამ. შეხვედრის მსვლელობის დროს მონაწილებიის მიერ გამოითქვა დამატებით გამოვლენილი პრობლემები, რომელიც ეხება უმთავრესად სანიაღვრე არხების მოწესრიგებას, სპორტული მოედნის მოწყობას, სახურავის პრობლემას ნიკეას დასახლებაში, „ამხანაგობის“ ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ჭომის დასახლებაში, რომ შეძლონ მუნიციპალურ პროგრამებში მონაწილეობის მიღება. განიხილეს საკითხი დიდი კონფერენციის ჩატარებისა და მათი მონაწილეობის შესახებ. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „ლობისტის“ მოძიების, რათა დაჩქარდეს, იმ პრობლემების გადაჭრა , რომელიც აწუხებთ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დევნილთა და კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებთ.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, მიმდინარეობს დაზიანებული სავალი…
ოთხშაბათი მარტი 26
In საზოგადოებაღვინის ლაბორატორიამ დღეიდან სატესტო რეჟიმში დაწყო მუშაობა. ლაბორატორიის ოპერირებას, იმერული ღვინის ასოციაცია ახორციელებს. ღვინის…
ოთხშაბათი მარტი 26
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტში წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს. ახალგაზრდა სპორტსმენებმა საუკეთესო შედეგები, გასულ წელს სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოიპოვეს.…
ოთხშაბათი მარტი 26
In საზოგადოება31 მარტს, 19:00 საათზე, ქუთაისის მერიის წინ აქცია იგეგმება. ,,1991 წლის 31 მარტს, სარეფერენდუმო კითხვაზე…
ოთხშაბათი მარტი 26
In საზოგადოებაქუთაისელმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა, ბოლო პერიოდში, საერთაშორისო ასპარეზობებზე არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს. ტყვიის მსროლელებმა იოანე ხვარეშიამ,…
ოთხშაბათი მარტი 26
In საზოგადოებაფონდმა ,,სოხუმმა,, კვლევა გაავრცელა-ონლაინ ძალადობა მოსწავლეებში. შედეგები არც ისე სახარბიელო. ,,სოციალური მედია ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი…
ორშაბათი მარტი 24
In გენდერი"USAID,,--ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით შექმნილ დევნილ ქალთა და გოგონათა სამიზნე-სამუშაო 4 ჯგუფთან ,13 და…
ორშაბათი აპრილი 29
In გენდერიქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა თემაზე - „გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური პოლიტიკისა და პროგრამების საუკეთესო…
პარასკევი მარტი 22
In გენდერიპროექტის:"იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები- საჭიროებებზე ორიენტირებული,ადგილობრივი პოლიტიკის აქტორები ქუთაისში," USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში…
ოთხშაბათი მარტი 13
In გენდერიპროექტის:"იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები-საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში," USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის…
ოთხშაბათი მარტი 13
In გენდერი