სენაკის ქალთა სამუშაო ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლა იმ საკითხებზე, რომლიც მათ მიერ იდენთიფიცირებული პრობლემების ადვოკატირებას შეეხება. სახურავების პრობლემა, საწვიმარი ჟოლოფების არარსებობა, რომელიც მთელს საცხოვრებელს აზიანებს - ეს საკითხები ისევ დგას დღის წესრიგში.
მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემის ცენტრალურ დონეზე გადაწყვეტის აუცილებლობაზე. გაეცნენ 29 თებერვალს, თბილისში დაგეგმილი კონფერენციის დღის წესრიგს, რომელიც აღნიშნული პრობლემების ცენტრალურ დონეზე მოგვარების კუთხით კარგი შესაძლებლობაა.
„კონფერენციაზე სწორედ ის სამინისტოები იქნებიან წარმოდგენილნი, რომელთაც აღნიშნული საკითხები პირდაპირ ეხებათ. ამიტომაც ჩვენი პრობლემების გაჟღერებით ახალი შესაძლებლობები გაჩნდება - მიაჩნიათ ჯგუფის წევრებს.