ფონდმა ,,სოხუმმა,, კვლევა გაავრცელა-ონლაინ ძალადობა მოსწავლეებში. შედეგები არც ისე სახარბიელო.
,,სოციალური მედია ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის?
კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხულ მოსწავლეთა25%-ს პირადად გამოუცდია კიბერბულინგი.
გოგონები ხშირად ხვდებიან სექსუალურ შევიწროებას TikTok-სა და Facebook-ზე.
ბიჭები უფრო ხშირად ხდებიან ჰაკერული თავდასხმებისა და ფინანსური ზეწოლის მსხვერპლი.
77.6%-ში ონლაინ ძალადობა შფოთვასა და დეპრესიას იწვევს.
30.2% არასდროს მიუმართავს დახმარებისთვის.,,-ფონდი სოხუმი.