ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა თემაზე - „გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური პოლიტიკისა და პროგრამების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“, რომელიც ქალთა ფონდი "სოხუმის" თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარიამ გახსნა.
კონფერენციის მიზანი იყო დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის მუნიციპალური გენდერული პოლიტიკისა და პროგრამების შესახებ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება; მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების გზით; მუნიციპალიტეტების მიერ გენდერულ თანასწორობაზე ორიენტირებული ინოვაციური მიდგომების და სტრატეგიების წარმოსაჩენად პლატფორმის შექმნა და გენდერული თანასწორობის რეგიონული ინიციატივების უფრო ფართოდ დანერგვის ხელშეწყობა.
კონფერენციას ესწრებოდა იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის სამხარეო ადმინისტრაციის 118 წარმომადგენელი, დასავლეთ საქართველოს 26 მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები, მათ შორის: მერები, მათი მოადგილეები, საკრებულოს წევრები, გენდერული თანასწორობის საბჭოები, გენდერული მრჩევლები.
კონფერენციაზე მიზნობრივად გააზიარას საკუთარი კარგი პრაქტიკები 6 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა:
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ მუშაობის პრაქტიკა“ - ნინო გვაგვალია, „ქალთა ოთახის“ მენეჯერი და გოგი რევია, მერიის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი; გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი;
„გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამოცდილება“ - მარინე ბერაძე, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე;
„უწყებათაშორისი კომისია, როგორც მაკოორდინირებელი მექანიზმი ძალადობის პრევენციის და რეაგირების საკითხებში - სენაკის მუნიციპალიტეტის გამოცდილება“ - ნატალია ხუბუა სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი;
„გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის ფსიქიატრიული სერვისებით უზრუნველყოფა - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გამოცდილება“ - ფიქრია ხაჭაპურიძე, მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე;
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამებში ქალთა ჩართულობის წახალისება - ხონის მუნიციპალიტეტის გამოცდილება“ - ბაჩანა ბასილაია, საკრებულოს წევრი;
„ოჯახის გაძლიერების პროგრამის (ბავშვთა განყოფილება) მუშაობის კარგი პრაქტიკა - ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამოცდილება - მარეხი მშვენიერაძე, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი.
„მოწყლადი ოჯახების გაძლიერების პროგრამა (სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამოცდილება“ - თამარ ფირცხალაიშვილი, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი.
მონაწილეები ინტერესით გაეცნენ საუკეთესო პრაქტიკებს. მათი სურვილია, თავიანთ მუნიციპალიტეტებში დანერგონ სიახლეები, რაც ხელს შეუწყობს ქალთა გაძლიერებას და კეთილდღეობას.