გენდერი, გენდერული ძალადობა, ძალადობის იდენტიფიკაცია, ბავშვთან კომუნიკაცია და რეფერირების ეტაპები, სამართლებრივი მექანიზმები და პედაგოგების როლი ძალადობის პრევენციაში, საერთაშორისო აქტები - ეს საკითხები განიხილეს ტრენინგზე, რომელიც ქუთაისში ჩატარდა პედაგოგებისთვის. მონაწილეები წარმოადგენდნენ 6 მუნიციპალიტეტს: ჩოხატაური, ვანი, ხონი, ზუგდიდი, წყალტუბო და ბაღდათს.
ღონისძიების მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ სატრენინგო პროცესში, დისკუსიებში, ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას. მათი შეფასებით, ტრენინგი ხელს შეუწყობს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას და ძალადობის შემთხვევების პრევენციას ადრეული იდენტიფიცირების და ინტერვენციის მექანიზმებით.
ტრენინგის შემდეგ პედაგოგები სკოლებში დანერგავენ გენდერულ მიდგომებს და აქტიურად ჩაერთვებიან ძალადობის შემთხვევების გამოვლენის პროცესში.
პროექტი მხარდაჭერილია კანადის თანასწორობის ფონდის მიერ.