წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები კვლავ შეიკრიბნენ სექტემბრის თვეში საკუთარი პრობლემების იდენტიფიცირებისა და ადვოკატირებისთვის. შეხვედრაზე განიხილეს უკვე წარმატებული ქეისები და აღნიშნეს, ქალთა ფონდ სოხუმთან მუშაობის პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის უპირატესობა, პრაქტიკული საქმიანობების განხორციელებისის მსვლელობისას. ისაუბრეს, პრიორიტეტულ პრობლემებზე დევნილთა დასახლებაში, წარმოჩინდა ახალი საკითხები: დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის არარსებობა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით „მწოლიარე პოლიციელის“ მოწყობა. დაიგეგმა ეფექტური ადვოკატირებისათვის „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეხვედრა ოქტომბრის თვეში, გაიწერა სამოქმედო გეგმა პრობლემების დროულად მოგვარებისათვის. შეხვედრა ჩატარდა პროექტის - “ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის" (UN WOMEN) - ფარგლებში.