სენაკის ქალთა სამუშაო გუნდმა ახალი პრობლემების იდენტიფიცირებაზე იმუშავა.
-ჩვენ მივყვებით ადვოკატირების გეგმას. სამუშაო გეგმიდან გამომდინარე ყველა ეტაპი გათვლილია და გარკვეულ პერიოდს მოითხოვს. პარალელურად, ახალი პრობლემების იდენტიფიცირებაზე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ,რათა აქტიურობის მუხტი არ შენელდეს-მიაჩნიათ ჯგუფის წევრებს.
იდენტიფიცირებულ პრობლემებს შორის გამოიკვეთა დევნილთა დასახლებაში ტრენაჟორების დამონტაჟების საკითხი,ასევე აქტუალურად ჩაითვალა გაზონების გაწმენდა სარეველა ბალახებისგან.ორივე პრობლემა მოითხოვს თანამშრომლობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან.ამ პროცესში ჯგუფის წევრები აქტიურად ჩაერთვებიან.