ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული პროექტი - „კონფლიქტის მართვა და ძალადობის პრევენცია“ ექვსთვიანი სატრენინგო კურსი თერჯოლის მუნიციპალიტეტში დასრულდა.
ახალგაზრდულმა შეაფასეს ტრენინგების შედეგად მიღებული შედეგები, ისაუბრეს დადებით შედეგებზე, რომელიც მიიღეს და გასცეს სატრენინგო პროცესში.
შეხვედრას ესწრებოდა რესურსცენტრის ხელმძღვანელი, პედაგოგები, მშობლები და მერიის სამსახურის წარმომადგენლები. შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდა ლიდერებს სერთიფიკატები გადაეცათ.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ ახალ ჯგუფებთან კვლავ გააგრძელებს მუშაობას ახალგაზრდული მიმართულებით.